იპოდრომის გეგმა და მომავალი ცენტრალური პარკი არ მოგვწონს

0
ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია 3 წლის განმავლობაში რესტავრირდება. იპოდრომის ცენტრალურ პარკში შესვლა მოხდება ხიდით. ასევე რენდერზე შეინიშნება ღობე, რომელიც გარს ერტყმის პარკს.
რა მოხდა? რატომ არ მოსწონს ხალხს ახალი ცენტრალური პარკის ერთი შეხედვით "მშვენიერი" გეგმა და რენდერები?
დავიწყოთ იქიდან, რომ პროექტირება განხორციელდა საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ჩვენთვის არავის უკითხავს რა გვინდა რა მოგვწონს და რა სჯობს.
გადაწყვეტილებამ საზოგადოებისგან ლოგიკური აღშფოთება გამოიწვია.
კომენტარები სოც. ქსელებში პარკის პროექტის შესახებ: 🔸 "მოწონებით მოგიწონებენ, მაგრამ არა პროფესიონალები არამედ უნახავი, ესთეტიკის არმქონე ბრბო, ვისთვისაც დიზაინი, ესთეტიკა, ერგონომიკა, პროპორცია, არქიტექტურა უბრალოდ სიტყვებია, რომლის შინაარსიც არ გაუგიათ..." 🔸 "ძაან ხელოვნურია ამ ბილიკებოთ და ყვავილების კუნძულებით, ბუნებრივი ლანდშაფტი უფრო საინტერესო იქნებოდა როგორც ნიუ იორკის ცენტრალ პარკში" 🔸 "ზედმეტად გადახუნძლულია, აშკარად ბევრი მწვანე უფრო აჯობებდა"
🔸 "მხოლოდ ხეები და ბალახი გვინდა, გაშლილი სივრცე, სადაც შევძლებთ სუნთქვას ზედმეტი ინფრასტრუქტურის გარეშე! ეს პროექტი არის სრული კრახი და რიყის პარკი." 🔸 "იმდენ იზავთ, რომ აქაც რიყის პარკს მივიღებთ, რომელიც პარკის გარდა ყველაფერია." 🔸 "სრულიად უსარგებლო და გამოუყენებელი სივრცეები შექმნეს ამ ბაღებით, დაიკარგა ყველაზე მთავარი მომენტი - თავისუფალი სივრცე !" 🔸 "ფრანგული ბაღი რომ რეგულარულ გეომეტრიაზეა აგებული არ სმენიათ. სამწუხაროდ ბევრი სხვაც არ სმენიათ."
პროექტში ბევრი გარღვევაა, ჩვენ გვაქვს ქალაქში ზუსტად ასეთი სივრცეები, რიყისა და ლისის სახით, პლიუს გვაქვს მშვენიერი ბოტანიკური ბაღი. ადამიანებს, რომლებიც მომავალში ამ პარკში გაატარებენ დროს არ სჭირდებათ მოწყობილი აშენებულ - დაგეგმარებული პარკი განსაზღვრული ბილიკებით, მათ სივრცე სჭირდებათ.
ქალაქში, რომელიც ისედაც უკვე ბოლომდე იხუთება, ერთადერთ პატარა ღია სივრცესაც ვხუნძლავთ. დიახ, თქვენს გეგმარებაში სიმწვანე გვაკლია, დიახ, აღარ გვინდა ეს მაღაზიები და სასეირნო ბილიკები. გაათავისუფლეთ გონება ხელოვნურად შექმნილი არაბუნებრივი გეგმარებებისგან. ქალაქს სიმწვანე სჭირდება.

როგორი უნდა იყოს

მსოფლიოში უამრავი შესანიშნავი ნიმუში გვაქვს იმის, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პარკი. გადავხედოთ:
ინგლისური ბაღი მიუნხენში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი პარკია.
აქ ვერ შეხვდებით ბეტონის ბილიკებს, ბევრ ინფრასტრუქტურას, ფანტანებს, შენობებს და ა.შ. სამაგიეროდ, მიუნხენის ინგლისური პარკი მოიცავს ტერიტორიას რომელიც სავსეა ბუნებრივი ლანდშაპტით, ხეებით, მინდვრებით, მდინარეებითა და ტბებით. შესაბამისად, ეს პარკი წარმოადგენს ერთგვარ "თავშესაქცევს" ქალაქის ცხოვრებისგან, სადაც შესაძლებელია სპორტით დაკავება, წყალთან კონტაქტი ან უბრალოდ პიკნიკის ორგანიზება. მიუნხენის ინგლისურ ბაღთან ვერ შეხვდებით ბევრ ავტოსადგომსაც, გარდა განსაკუთრებული ადგილების(იაპონური ჩაის სახლი და ა.შ.), მიუხედავად იმისა, რომ ეს პარკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია.
ეს გვინდა იპოდრომის ადგილას და არა დაბალი ხარისხის დიზაინი უსარგებლო ინფრასტრუქტურით. კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითია ტემპელჰოფერ ფელდის პარკი ბერლინში.
✈️მთლიანად არეალი ისტორიულად სამხედრო ბაზას ეთმობოდა, ხოლო უშუალოდ დღეს არსებული პარკის ადგილას აეროპორტი მდებარეობდა 🌳აეროპორტის დახურვის შემდეგ ტერიტორია გაიხსნა როგორც საჯარო რეკრეაციული სივრცე ბერლინელებისთვის. არეალის დიზაინში შევიდა მინიმალური ცვლილებები, დაიწყეს გაზონის მოვლა, დაამატეს გამწვანება, ხოლო უზარმაზარი მინდორი ხელუხლებელი დატოვეს.
პარკში ვერ შეხვდებით ბევრ დამატებით ხელოვნურ ინფრასტრუქტურას, გარდა ტემპელჰოფერის აეროპორტიდან შემორჩენილი ისტორიული შენობებისა და ასაფრენი ბილიკისა, რომელიც დღეს ველო და სარბენ ბილიკად გამოიყენება.
პარკს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს სხვადასხვა მიზნით და ის ბერლინელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. ტემპელჰოფერ ფელდის პარკი მოიცავს 355 ჰექტარს და წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე დიდ შიდა საქალაქო პარკს, ისევე როგორც ბერლინის ყველაზე დიდ პარკს. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი
სხვა დანარჩენი ნიმუშებიც, ბარემ:
✅ "იპოდრომის ტერიტორია უნდა შენარჩუნებულიყო თავისუფალი სახით და ასეთი კლასიკური პარკი არ უნდა მოწყობილიყო იქ" ✅ "ცენტრალურ პარკებს სხვა ქვეყნებში, მათ აქვთ დიდი მინდორი, რომელიც უფრო მეტად იძლევა თვითიდენტიფიკაციის საშუალებას" ✅ "იპოდრომი ხელს უწყობს სხვადასხვა აქტივობის განვითარებას, რასაც ადამიანები კლასიკურ პარკში ვერ შეძლებენ" ✅ "რეალურად, მთელი იპოდრომი დატვირთულია ხოლმე იმ ადამიანებით, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები"

რა ვქნათ?

როგორც ჩანს სახელმწიფო საღ აზრს ნაკლებად ითვალისწინებს, და ორი დღის აჟიოტაჟს ყურიც არ ათხოვეს. მოქალაქეებმა გუშინ, 6 ოქტომბერს მანიფესტი შექმნეს, რომელიც იპოდრომი - თბილისის ცენტრალური პარკი - მეორე ეტაპს ითხოვს. მოთხოვნა შემდეგია: "ვითხოვთ, რომ გამოცხადდეს ღია კონკურსი პროექტირებაზე და ჟიური დაკომპლექტდეს სპეციალისტებით. პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ ტერიტორიით ხშირად სარგებლობს. რაც შეეხება უკვე მზა პროექტს, რომელიც წარმოადგინა მერიამ, წარდგენილ იქნას აღნიშნული კონკურსის ფარგლებში სხვა საკონკურსო პროექტებთან ერთად და განიხილოს ჟიურიმ." მანიფესტის ლინკი:
წყარო: Architectural Forum _______________ ერთად ვადევნოთ თვალ-ყური ყველაზე საინტერესო დიზაინ-სიახლეებს საქართველოში. გამოიწერეთ გვერდი მეტისთვის. #პარკი #ცენტრალურიპარკი #თანამედროვე #გეგმა #გეგმარება #დიზაინი #ახალი #სიახლე #ნიუსი #პარკისგეგმა #იპოდრომი #ყოფილიიპოდრო
0