გენიალური ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ტრიუმფალური თაღი"

0

მხოლოდ ოცნება გვაიძულებს, შევურიგდეთ სინამდვილეს

1."გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან. გამარჯვება უდარდელობას იწვევს." 2."ყოველთვის კარგი გვგონია იქ, სადაც არა ვართ. დაბრუნდები ძველ ადგილზე და ყველაფერი სხვანაირი გეჩვენება. მერე კი ისევ ძველ სახეს იღებს."
3."უნდა ამოვათრიოთ ეს ქვეყანა სისხლიდან და ტალახიდან. და, თუნდაც შენ მხოლოდ ერთი გოჯით ამოათრიო - სულერთია, მნიშვნელოვანია, რომ განუწყვეტლივ იბრძოდი, უბრალოდ, იბრძოდი. და ვიდრე ცოცხლობ, ვიდრე სუნთქავ, ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, რომ ბრძოლა განაახლო 4.შეუძლებელია მთიდან დაქანებული ზვავის შეჩერება. ყველას ჩაიტანს, ვინც ამას შეეცდება. ჯობს, დავიცადოთ და მერე ცოცხლად ჩამარხულები ამოვთხაროთ."
5. სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება. თორემ, ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია." 6.ჭადრაკი ბანქოზე ბევრად სრულყოფილია. ბანქოში ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. თანაც ისე ვერ ერთობი ადამიანი. ჭადრაკი - ეს ცალკე სამყაროა. ვიდრე თამაშობ, იგი დევნის მეორე, გარე სამყაროს, გარე სამყარო კი არც ისე სრულყოფილია."
7.ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც 8."შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე - და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ, ღილი მოგწყდა სადმე - ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნან ყველაფერი!"
9."ასე ხდება ყოველთვის: მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს. მათში მეტად ბევრი რამ არის აღებული მელოდრამიდან, ცდუნებიდან, რომ ადამიანმა იცრუოს." 10."სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული."
#ტრიუმფალურითაღი
#რემარკი
#ერიხმარიარემარკი
#ArchofTriumph
#remarque
#erichmariaremarque
#წიგნები
#წიგნისმოყვარული
#ფრაზები
#ამონარიდები
#ციტატები
#გენიალური
#books
#booklover
Tbilisi
Paris
#ახალიამბები
0