რა არის ნერვული ანორექსია ?

0
ნერვული ანორექსია კვებითი ქცევის დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ სხეულს აღიქვამს გაცილებით უფრო მსუქნად ვიდრე სინამდვილეშია და მუდმივად საკუთარი წონის კონტროლზე ფიქრობს; გახდომისთვის მიმართავს სხვადასხვა აქტივობას - მნიშვნელოვნად ამცირებს საჭმლის ულუფას, ვარჯიშობს თავდაუზოგავად, ხშირად სრულიად უარს ამბობს საჭმლის მიღებაზე, არ ერიდება საფაღარათო აბებსა და დიურეტიკებს... ამ არარსებულ სიმსუქნესთან საბრძოლველად შემართულს კი კილოგრამი კილოგრამზე აკლდება და საბოლოოდ ფაქტობრივად ძვალი და ტყავი რჩება.
ანორექსიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი გახდეს, რომელთაგან აღსანიშნავია: • ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია, რაც განპირობებულია ტოქსიკური ნივთიერებების (მაგალითად, ვერცხლისწყლის) ზემოქმედებით ან დაავადებით (ტუბერკულოზით, ავთვისებიანი სიმსივნით); • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. ამ დროს ანორექსია დაკავშირებულია საკვების მიღების შედეგად აღმოცენებულ დისკომფორტთან - ტკივილთან, მუცლის შებერვასთან, გულისრევასთან. ამ სიმპტომების შიშით ადამიანი მკვეთრად ზღუდავს საკვების მიღებას. აღსანიშნავია, რომ კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის დროს ანორექსია და ზიზღი საკვების მიმართ შესაძლოა წინ უძღოდეს სხვა სიმპტომებს;
ტკივილის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის ჭვალი;ენდოკრინული სისტემის დაავადებები. • გენეტიკური მიდრეკილება; • ფსიქოლოგიური - ოჯახის ზეგავლენა და შინაგანი კონფლიქტები • სოციალური - ხალხის ზეგავლენა, მიბაძვა მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ანორექსიით "შეპყრობილს" ნამდვილად სჯერა, რომ აქვს ზედმეტი ზონა. ის მიისწრაფვის რაღაც საზარელი ეტალონისკენ და ვერ აცნობიერებს (ან უჭირს დაჯერება) რომ შეპყრობილია ილუზორული სიმსუქნის შიშით! ის ვერ ვერ აკონტროლებს საკუთარ მდგომარეობას, რის გამოც საჭიროა, რომ მკურნალობის ორგანიზებაზე ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ - წარმატებული მკურნალობაც ძლიერ არის დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერაზე.
#ანორექსია
#ნერვულიანორექსია
Tbilisi
#ახალიამბები
0