"უარყავი ცრუ სიმბოლოები" ანუ ცრუ ბენდი სახელად - Gorillaz

0
ოთხმოცდაათიანებია. კომერციის გავლენა პოპ-კტურაზე ყოველდღე იზრდება. მუსიკა თავის თავს აღარ გავს. იკარგება სიწმინდე. ამ დროს ორი ბრიტანელი გენიოსი, ერთი მუსიკოსი, მეორე მხატვარი, სხედან საერთო ბინაში, უყურებენ MTV-ს (ემტივი) და "უყვირიან ტელევიზორს". აქ დაიბადა გორილაზი.
სატანისტი, თვალებ-დათხრილი ფრონტმენი, სულების მიერ შებყრობილი დრამერი და ათი წლის იაპონელი გიტარისტი იყო საკმარისი, რომ შექმნილიყო ბენდი, რომელიც რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს დაიპყრობდა და დროის ტესტსაც გაუძლებდა.
უკვე მესამე დეკადა დაიწყო, რაც ბენდი არსებობს და ამ პერიოდში უამრავი რევოლუციონური ხასიათის ინოვაციის მომსწრენი გავხდით, რის სათავეშიც ორი ადამიანი დგას. დეიმონ ალბარნი - ბრიტ-პოპის პირველი თუ არა, მეორე-ადგილოსანი ბენდის BLUR-ის (ბლარ) სოლოსტი და კიდევ უამრავი რამ. ჯეიმი ჰიულეტი - მხატვარი, პოპულარული კომიქსის "Tank Girl"-ის (თენქ გირლ) შემქმნელი და კიდევ უამრავი რამ. ორი ადამიანი, რომლებმაც 1998 წლიდან მოყოლებული ყველა პერიოდს, ყველა თაობას აუბეს მხარი, მაგრამ სიწმინდის ერთი მარცვალიც კი არ დაუკარგავთ.
ინდივიდუალური ისტორიები, თავბრუდამხვევი და ჩამთრევი ვიზუალები, Massive Attack-ისა (მესივ ათაქ) და The Specials-ის (ზი სფეშალს) ანდერგრაუნდ მუსიკის გავლენით შექმნილი "პოპ-ტრეკები", რომელიც ყველამ - ერმა და ბერმა აიტაცა, პოპ-კულტურის დაცინვის ელემენტები და სხვა მრავალ დეტალს მოიცავს გორილაზი. ექსპერიმენტების ხამიაო გაფიქრებინებს ეს კაცი. უკვე მერამდენე წელია და მერამდენე ალბომია მუსიკის ინდუსტრიის გადატრიალების მცდელობებით (რამდენიმე წარმატებული მცდელობითაც) "დაღლილი" მსმენელი ახალ და ახალ სასმენ პროდუქტს იღებს ბენდისგან. არასდროს ჩარჩოებში მოქცეული და მუსიკის ჟანრობრივად დახასიათების უარმყავი დეიმონ ალბარნი და მისი "საიდქიქი" - თანამდგომი მეგობარი, ჯეიმი ჰიულეტი გორილაზის მასპროდუქციის ძალის სწორად გამოყენებას აგრძელებენ და ახალი ტრეკებით ბენდებს და მათ ახალ ალბომებს უდიდესი ჭირისგან - ჟანრობრივი შეზღუდვისგან ათავისუფლებენ.
წარმატების, თან-დაყოლილი წარუმატებლობისა და ცხოვრებისეული დრამების შემდეგ ორმა ბრიტანელმა "ჩუვაკმა", უამრავ უნიჭიერეს და გენიალურ ადამიანთან ერთად ჩამოაყალიბა ინდუსტრიის გადამტრიალებელი კომუნა, რომლის მოსმენაც რამდენიმე ალბომად შეგიძლიათ. Long Live Gorillaz!
0