1 votes
comments
1 shares
Save
მარნეულში 1500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი აშენდება
35 reads
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მარნეულში 1500 მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა.  შესყიდვა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის  და 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობას, რომელიც აკმაყოფილებს ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. პირველ სართულზე განთავსდება გასახდელები, მეორე სართულზე კი - სასწავლო ოთახი და სტადიონის ადმინისტრაციის საოფისე ფართი.

გარდა სტადიონის მშენებლობისა მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში შვიდი სკოლის მშენებლობას ახორციელებს. ეს სკოლებია: სოფელ ცოფის საჯარო სკოლა, სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა, სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლა, სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა , სოფელ ხულდარის საჯარო სკოლა, სოფელ ქურთლიარის საჯარო სკოლა და სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლა. ხოლო რაც შეეხება სოფელ საბირკენდის №1 საჯარო სკოლას ფონდს ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და უახლოეს პერიოდში დაიწყებს მშენებლობას.

#მარნეული #სტადიო

ნი

#ტენდერი #MarneuliDaily #სპორტი #ახალიამბები
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago
1
Write a comment
1