10 votes
1 comments
0 shares
Save
10 views
Анюта Анюта
Mestia · 1 year ago

ხედი და სანახაობა ...

#უფილტრო
Анюта Анюта
Mestia · 1 year ago
Similar Posts
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi, Georgia · 3 days ago
ეკოლოგია
თვითონ ეს ტერმინი, რომელიც გარემოს დაცვის აღსანიშნავად გამოიყენება ბერძნული სიტყვაა (Oikos - სახლი, გარემო; Logos - შეცნობა) და გარემოს შესწავლას გულისხმობს. იმ გარემოსი რომელსაც ადამიანი დღესაც, 21-ე საუკუნეშიც დიდ ზიანს აყენებს. უამრავ წყაროში გვხვდება ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა საფრთხის შემცველია მისდამი უყურადღებობა და უდიერი მოპყრობა. მაგრამ ადამიანები არ ითვალისწინებენ წარსულ გამოცდილებას და მაინც არ დგამენ მკვეთრ ნაბიჯებს. რა იგულისხმება მკვეთრ ნაბიჯებში? ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურება და სხვა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მკვეთრი და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ავიღოთ ჩვენი ქვეყანა, ყველა ვხვდებით რომ, თუ არსებულ ეკოსისტემას არ გავუფრთხილდებით ყველაზე ბრუტალურ შედეგს მივიღებთ, რომელთა შორის უმძიმესი ცოცხალი არსებების განადგურება მათ შორის ადამიანის. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენი უმოქმედობით. მაგალითისთვის ავიღოთ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილთა სტატისტიკა: სიმსივნე - 35 394 ადამიანი; სასუნთქი სისტემის დაავადებები - 13 893 ადამიანი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები - 101 775 ადამიანი. როგორც კვლევები ამბობენ ზემოთ აღნიშნულ დაავადებებს, კავშირი აქვთ გარემოზე უდეირ მოპყრობასთან და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ამ დაავადებებისა ესაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველო ჰაერის სისუფთავის ინდექსით 109-ე ადგილს იკავებს. სუფთა ჰაერის პირველი მტერი კი ავტომობილებიდან და ქარხანა-დანადგარებიდან გამოყოფილი გამონაბოლქვია. ნივთიერებები, როგორიცაა: მტვრის მყარი ნაწილაკები; NO2(აზოტის დიოქსიდი); SO2(გოგირდის დიოქსიდი) PM-2.5,PM-10 ერევა იმ ჰაერს რომლსაც ჩვენ ვსუნთქავთ. და მაინც რა პრობლემებს იწვევს ? ის გამომწვევია ისეთი პრობლემებისა, როგორიცაა: სიმსივნე, თვალის გაღიზიანება, ბრონქიტი, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა და სხვა. თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს „დიზელზე“ მომუშავე ავტომობილების გადაადგილება და უფილტრო ქარხნების ფუნქციონირება. უამრავმა სახელმწიფომ დაიწყო ელექტროავტომობილებზე და ველოსიპედებზე გადაჯდომა. მაგალითად: მსოფლიოში პირველად, ავსტრიის ქალაქ ბაირონ ბეიში უნდა მოხდეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებლის ამუშავება. „SunMan”-ის მზის პანელები დამონტაჟებულია მატარებლის სახურავზე, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას, 77კვ/სთ. მატარებლის ელემენტებს დაახლოებით იგივე შესაძლებლობის სიმძლიერე აქვს, რაც „ტესლას S“ მოდელს და დატენვა ჰყოფნის 12-დან 15-მდე მარშუტის შესრულებას. ამასთანავე იგი ინაზღაურებს დახარჯული ენერგიის 25%-ს. თავდაპირველად მატარებლით მოსახლეობა მხოლოდ შაბათ-კვირას ისარგებლებს, მაგრამ იანვრიდან ის სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, იმისა თუ როგორ ებრძვის განვითარებული სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებას. ის ხომ მხოლოდ დაავადებების გამომწვევი არა. დაბინძურებული ჰაერი ტემპერატურის მატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რაც თავის მხრივ იწვევს ყინულის საფარის დნობას და ხანძრებს. მაგ: 1972 წლის შემდგომ, გრენლანდიის ყინულის საფარის დნობამ, ზღვის დონის 1,27 სმ-ით აწევა გამოიწვია. აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სტატისტიკის ნახევარი გასულ რვა წელზე მოდის. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ვარაუდობენ რომ, დანიის ყინულოვანი საფარი 1000 წელიწადში გადნება, რაც წყლის 27მ-ით მომატებას გამოიწვევს. დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტარამი ამ ქრონოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მომატების შემთხვევაში, დადგება წერტილი რომლის, იქითაც გრენლანდიის ყინულოვანის საფარის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. დნობის პროცესი ასევეა აჩქარებული დედამიწის მეორე მხარეს, ანტარქტიდაზე. გასული 10 წლის განმავლობაში კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა, რაც შეეხება გრენლანდიას, ის წელიწადში 286 მილიარდ ტონას. ამ ციფრების ნაწილი ახერხებს განმეორებით გაყინვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის წყლის დონის დასაწევად. ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულოვან საფარში თავმოყრილია მსოფლიო მტკნარი წყლის 99%. მათი გადნობის შემთხვევაში ხმელეთის დიდი ნაწილი დაიფარება წყლით, მაგ: ფლორიდის შტატი. მეორე უდიდესი პრობლემა რასაც ტემპერატურის მატება იწვევს ხანძრებია. იმის გამო რომ ტემპერატურა ხშირად მატულობს, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში ხშირია ხანძრები, რაც საგრძნობლად ამცირებს ტყით დაფარული ხმელეთის ნაწილს. მცენარეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადი ეხმარება ტემპერატურას დაწეევაში, ადამიანებს კი არსებობაში. აქვე აღსანიშნავია ცხოველები, რომლრბიც ამ ხანძრებს ეწირებიან და უამრავი სახეობა საფრთხის წინაშე დგას. იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რამხელა უბედურება მოაქვს ხანძარს გავიხსენოთ, 2019 წელს მომხდარი ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ტყის მასივის დაწვამ, რომელიც ტერიტორიული განაწილებით 9 სახელმწიფოს აერთიანებს(,ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი, საფრანგეთის გვიანა) უდიდესი ზიანი გამოიწვია თავისი მაშტაბებით. ამ ხანძრის დროს განადგურდა ათასობით ხე და დაიღუპა უამრავი ცხოველი. ეს ერთადერთი შემთხვევა არა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ვიგებთ, ამა თუ იმ ტყის დაწვის შესახებ ამბებს, რაც დიდი საფრთხის წინაშე გვაყენებს ჩვენ. განსაკუთრებული პრებლემა იქმნება ახალი ხე-მცენარეების გაზრდაში, რადგან იმისათვის, რომ მიწის დამწვარი ნაწილი აღდგეს და ის კვლავ ნაყოფიერი გახდეს მათ გასაზრდელად წლები საჭირო. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოზონის პრობლემა, რომელიც არა ნაკლები ზიანის მომტანია. ოზონი უფერო გაზის ერთობაა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია. ის ქიმიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ მარტივად რეაგირებს სხვა ნივთიერებებზე. დედამიწის ზედაპირთან ახლოს მომხდარი რეაგირება, იწვევს მცენარის სიცოცხლის და ფილტვის ქსოვილების დაზიანებას, რადგან ეს რეაგირება რეზინის გახეთქვას ჰგავს. ის ასევე შთანთქავს მზის მავნე კომპონენტებს, რომლებიც „ულტრაიისფერი გამოსხივების“ სახელითაა ცნობილი. მისი ამგვარი ქმედება იცავს ცოცხალ ორგანიზმებს. მაგრამ სამწუხაროდ ქლოროფუეროკარბონების მსგავსი აირების გამო მოხდა მისი მოლეკულური სტრუქტურის დარღვევა, რამაც გამოიწვია მასში ღრმულის წარმოქმნა. ყოველწლიურად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სამხრეთ ნახევარსფეროში, გაზაფხულზე, ქიმიური რეაქციები, რომლებიც შეიცავენ ქლორსა და ბრომს, სამხრეთ პოლარულ რეგიონში ოზონს სწრაფად და სასტიკად ანადგურებენ. მისი განადგურება ცოცხალი ორგანიზმებისათვის ფატალური შედეგის მომცემია. მისი არ არსებობით მოხდება დედამიწაზე ულტრაიისფერი სხივების მოხვედრა. მეცნიერების თქმით მან შეიძლება გამოიწვიოს: ორგანიზმების დნმ-ს ცვლილება, კანის კიბო უმწვავესი ფორმით და ადამიანების სიკვდილი. ადამიანებიის ქმედებებით ჩვენ უფრო ვასწრაფებთ ამ პროცესს, მაგრამ არსებობს კვლევები, რომელთა თქმითაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ პროცესის მიმდინარეობა შემცირებულია. მსოფლიო ამ პროცესის უფრო შესამცირებლად ატარებს სხვადასხვა პრევენციებს. ერთ-ერთი ასეთი პრევენციაა: ელექტროავტომობილების მასიური გამოყენება და გამონაბოლქვის შემცირება. ეკოსისტემის უკეთ დასაცავად ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ მასზე, ნებისმიერი ხერხით რომელიც მისი გადარჩენისთვის იქნება საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ნარჩენების გადამუშავება. რომლის მეშვეობითაც მოვახერხებთ გარემო დავიცვათ დაბინძურებისგან. ეს პროცესი დაწყებულია რიგ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაც საქართველოა. მაგრამ ამ შესანიშნავ საქმეში ჩვენ თითოეულმა ადამიანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, თუნდაც გარემოში ნარჩენების არ დაყრა.#feedcgrantFeedc Feedc Support #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ასტროლოგია #ეკოლოგია#feedc#newsonfeedc#feedcproject#ჩემიქალაქიმკლავს
+8
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ერთი წელი გავიდა და სააგენტოს არ დაუდგენია პურის ფასის ზრდის მიზეზი - TI კონკურენციის სააგენტოზე
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა შეისწავლა და დაადგინა, რომ სააგენტომ 2014-2019 წლებში საქონლისა და მომსახურების ბაზრების 25 მოკვლევა დაასრულა, 14-ში კი დარღვევა გამოავლინა, საიდანაც: 9 მოდიოდა სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვაზე, რაც ძირითადად ე.წ. „მორგებულ“ სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლინდა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 4 შემთხვევაში დადგინდა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია კონკურენტის მხრიდან. ერთ შემთხვევაში გაფორმებული იყო კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება. "კონკურენციის სააგენტომ საზოგადოების ყურადღება ძირითადად სამი ბაზრის მონიტორინგის მოკვლევის გარშემო მიიქცია. ერთ-ერთი არის 2018 წელს პურის გაძვირების მიზეზების დადგენა, რომელიც პრემიერ მინისტრმა დაავალა სააგენტოს. მონიტორინგის დაწყებიდან ერთი წელზე მეტი გავიდა და ჯერ სააგენტოს არ დაუდგენია, რამ გამოიწვია ფასის ზრდა და პურის მიმწოდებელი საწარმოებისგან ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. მეორე გახმაურებული საქმე საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა იყო. 2014 წელს კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაიწყო, რომლის მიზანიც ფირმებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შესაძლო შეთანხმების დადგენა იყო. 2015 წლის ივლისში სააგენტომ ბაზრის შესწავლა დაასრულა და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის რვა კომპანია ჯამში 55 მლნ-მდე ლარის ოდენობით დააჯარიმა. კომპანიებმა დაწესებული ჯარიმები სასამართლოში გაასაჩივრეს და სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ჯარიმები გააბათილა. საქმე ხელახალი გამოკვლევისთვის კონკურენციის სააგენტოს დაუბრუნდა. 2018 წელს კონკურენციის სააგენტომ ხელახალი მოკვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც, კომპანიებს ნაკლები დარღვევა გამოუვლინდათ და დაკისრებული ჯარიმა 55 მლნ-დან 3 მლნ ლარამდე შემცირდა. მესამე საქმეში კონკურენციის სააგენტოს მხრიდან უცნაურ ქმედებას ჰქონდა ადგილი. 2016 წელს სააგენტომ დაასრულა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის ბაზრის მონიტორინგი და გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ თამბაქოს ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს არსებობა არ დადასტურდა. ამავე პერიოდში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ამ ბაზრის ორ მოთამაშეს შორის. სს „თბილისის თამბაქო” კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის უჩიოდა შპს „ფილიპ მორის საქართველოს”. მოსამართლემ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა საქმეს დაუსაბუთებელი მიზეზით არ დაურთო. სს „თბილისის თამბაქომ” დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიგო. მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიმართ გამოითქმოდა ეჭვები შესაძლო კორუფციის არსებობის შესახებ. საინტერესოა, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა თავდაპირველად სააგენტოს ვებგვერდზე აიტვირთა, თუმცა მოგვიანებით გაუგებარი მიზეზით წაიშალა და დღემდე არ იძებნება." - ნათქვამია განცხადებაში. სრული პუბლიკაცია სააგენტოს შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Анюта Анюта
Zestafoni, Georgia · 1 year ago
გვირილები ყველაზე მეტად უხდება დრედებს. 💚💛❤
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
როგორია ოჩამჩირეში გატარებული ზაფხულის დიდი არდადეგები - ქართველი გოგოს ჩანაწერი ოჩამჩირედან
გამარჯობა, მე ნინო ცუცხუბაია ვარ აფხაზეთიდან,კერძოდ კი გალის რაიონში სოფ.საბერიოში ვცხოვრობ. მე მინდა მოგიყვეთ ჩემს სამშობლოზე,ჩემს აფხაზეთზე,მაგრამ ვინიდან სათქმელი ძალიან ბევრია და რა თქმა უნდა ყველაფრის მოყოლას ამ თემით ვერ მოვახერხებ. მე მოგიყვებით აფხაზეთის ერთ-ერთ საკურორტო და უდიდეს რაიონზე - ოჩამჩირეზე. ბებიაჩემი,ნაზო ვარდაია,დედით ქართველი და მამით აფხაზი იყო. იგი ოჩამჩირეში დაიბადა,დღესაც მამაჩემის დეიდა (ბებიაჩემის და) ოჩამჩირეში ცხოვრობს და მე ბიძაშვილებთან ერთად ყოველი ზაფხულის არდადეგებზე ოჩამჩირეში და სოხუმში დავდიოდი,იქ გავატარეთ ბავშოვობის დაუვიწყარი და სასიამოვნო პერიოდი,სწორედ ამიტომ მინდა გადმოგცეთ ჩემი სიყვარული და გრძნობები ოჩამჩირის მიმართ და გამოგზაუროთ ამ საოცარ ადგილას. სუფთა ჰაერი, კამკამა ლურჯი ზღვა,სულ სხვანაირად მცხუნვარე მზის სითბო და მშვენიერი ბუნება, აი რა მიიქცევს უპირველეს ყოვლისა თქვენს ყურადღებას ოჩამჩირეში. ყოველთვის ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა ზაფხულის დიდი არდადეგები,რომ ჩქარა წავსულიყავი ოჩამჩირეში და მთელი სამი თვე იქ გამეტარებინა,არასდროს მომბეზრდებოდა იქ ყოფნა და სახლში წასვლაზეც არასდროს მიფიქრია,მოწყენაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ძალიან მიყვარდა სანაპიროზე ჩამოჯდომა და ლურჯი თვალუწვდენელი სივრცის ცქერა,რომელიც არ მთავრდებოდა არასდროს,ნიჟარების შეგროვება,ცხელ ქვიშაზე სირბილი,სახლების აშენება და სანაპიროზე დიდი ასოებით დაწერა „მე მიყვარს აფხაზეთი“,რომელსაც ტალღები ერთი მეორის ჩანაცვლებით მიშლიდნენ და თავიდან ვაწერდი. ხშირად დილით ადრე მივდიოდით ზღვაზე და მზის ჩასვლამდე იქ ვიყავით,ისე რომ ნაშუადღესაც არ მოვდიოდით სახლში,(რაზეც ბებიაჩემის და გვიბრაზდებოდა ხოლმე, ასე როგორ შეიძლება,სახლში უნდა მოხვიდეთ დაისვენოთ და მერე ისევ წადით,როგორ მწარედ ანათებს მზე არ შეიძლებაო) მაგრამ ჩვენ დილით მოვიმარჯვებდით ქოლგებს,საკვებს რომ მთელი დღე იქ გაგვეტარებინა,ასე უფრო ხალისიანი იყო ეს დღეები,სახლში დაბრუნებულები ძალიან დაღლილები ვიყავით. ვანთებდით კოცონს,ვწვავდით მწვადებს,სიმინდს. ოჩამჩირეში მიედინება ერთი დიდი მდინარე ღალიძგა,რომელსაც სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე,მისი სიგრძე არის 53კმ,ძალიან სწრაფი დინებით მიედინება,მდინარეს აქვს ერთი ადგილი სადაც ცხელი წყალი მიედინება,ამბობენ ეს წყალი სამკურნალოც არისო. ჩვენ კი იმ ადგილას დავდიოდით,სადაც ღალიძგა და ზღვა ერთმანეთს უერთდებოდა. ეს ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, ერთ მხარეს ლურჯი აღელვებული ზღვის ტალღების ხმა მეორე მხარეს კი კამკამა მდინარე მიედინებოდა ჩუმად,შემდეგ კი ერთმანეთში,რომ ედინებოდნენ ერთობლივად სხვანაირ ხმაურს ჰქმნიდნენ... ეს არის თვალუწვდენელი სივრცე,მზერა არაფერზე,რომ არ შეგიჩერდება,სასიამოვნო გრძნობა გეუფლება,უზომოდ ბედნიერად გრძნობს თავს,მზე ზღვაზე რომ ირეკლება,ლურჯი ზღვა ბევრად უფრო ლურჯი ჩანს. იცით?ადამიენბიც უფრო ფერადები არიან იქ, რომ ვაკვირდებოდი,მაგრამ გულს გადამწვარი სახლები მიკლავდა..დასანანია ასეთი საკურორტო მხარე ასეთი გავერანებული რომ არის..ოჩამჩირეში გარეუბნიდან ქალაქამდე ერთსართულიანი სახლებია ჩამწკრივებული,მოვლილი ბაღებითა და პატარა ეზოებით,თუმცა დღეს ამ სახლების ნაევარზე მეტი დაცარიელებულია,მიტოვებული,განადგურებული...ერთ დროს ხალხმრავალი,მრავალერიანი ქალაქიდან ნანგრევებია დარჩენილი,რაც ძალიან მოქმედებს ჩემზე.. ოჩამჩირის ცენტრში გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა,კულტურის სახლი,ახალგაზრდული ცენტრი,თუმცა ოდესღაც ამ სავაჭრო ქალაქს უწიდებული ენერგია აღარ შერჩა. ოჩამჩირეში არის ილორის წმ.გიორგის ეკლესია,რომელიც აგებულია სოფ.ილორის შუაგულში,ის შუასაუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა,თუმცა 2010 წელს რუსმა ოკუპანტებმა ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მრლიანად,ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს,აღმოსავლეთი მხარე კი,სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი,მთლიანად გადალესეს.. ყველაფერი ამის მიუხედავად ოჩამჩირეში ცხოვრება გრძელდება,ბებია გარდამეცვალა 6 წლის წინ,თუმცა ბებიაჩემის და დღესაც იქ,ოჩამჩირეში ცხოვრობს,მე ახლა უკვე მეორე კურსის სტუდენტი ვარ,ვსწავლობ თბილისში,სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტში,თუმცა დღესაც ვაგრძელებ ყოველ ზაფხულს ოჩამჩირეში წასვლას და ყოველ ჯერზე როდესაც იქ მივდივარ ფორიაქის შეგრძნებას განვიცდი,ვფორიაქობ რადგან ჩემს წინ გადაიშლება ხოლმე მოგონებების წიგნი,მთელი ბავშოვიბა თვალწინ დამიდგება ხოლმე,რადგან ახლა ყველაფერი სულ სხვანაირადაა,ახლა აღარ ვაშენებ ქვიშისგან ოჩამჩირის სანაპიროზე სახლებს,აღარ ვაგროვებ ნიჟარებს,აღარ ვრჩებით დილიდან საღამომდე ზღვაზე.. ძალიან მიყვარს აფხაზეთი და მისი ყველა კუთხე-კუნჭული,მიყვარს სოხუმი,ოჩამჩირე,მიყვარს ჩემი სოფელი საბერიო,სადაც დავიბადე და გავიზარდე,სადაც ავიდგი ფეხი... მინდა,რომ ყველამ შეძლოს აქ ჩამოსვლა და თვითონ იგრძნონ აქაური სითბო,სიყვარული და მე მჯერა,რომ ეს ასე იქნება.#ოჩამჩირე #ისტორია #აფხაზეთი #ოკუპაცია #sokhumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 month ago
რა ვაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში?
დიდი ხანი არ არის, რაც კარანტინის დასრულების შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა, რომ ცხოვრების რიტმს ხელახლა დასწეოდა, დანარჩენისთვის კი ძველი სტილის დაბრუნება მეტად სტრესული აღმოჩნდა. ასეთ რთულ სიტუაცაში, დაძაბული აურისგან გათავისუფლებას ყველა ჩვენგანი განსხვავებულად ცდილობს. ზოგი საკუთარ თავს წიგნებში პოულობს, ზოგს კინემატოგრაფიით უყვარს ყურადღების გადატანა, სხვები კი განწყობას ქალაქს უსადაგებენ. ამ უკანასკნელთა რიგებში თუ თქვენც მოხვდით, მაშინ ალბათ, შეამჩნევდით, რომ მნიშვნელობა არა აქვს სად ხარ და რა ამინდია, ბათუმში აუცილებლად იპოვით ადგილს, რომ განიტვირთოთ. რა უნდა გავაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში, ანუ მაშინ, როცა ყველაფერი შეზღუდულად ფუნქციონირებს? Batumi Daily გირჩევთ: ნახეთ მზის ჩასვლა ზღვაზე ზაფხულში, ცხელი დღეების ფონზე, თითქოს, ყველა ვივიწყებთ მომენტს, როცა ზღვა ყველაზე ლამაზია, მზე კი ყველაზე წითელი. არ ვიცი, ოდესმე თუ გინახავთ, როგორ ჩუმდება სამყარო და მთელი დღის მანძილზე გაუჩერებლად მძვინვარე ტალღები, რომ მზე გააცილონ, მაგრამ, დამერწმუნეთ ამ შთაბეჭდილებას ვერასოდეს წაშლით. მისი მიღება კი სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. წადით ნავსადგურზე ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი სწორედ ნავსადგურია. იგი ძალიან ძველია და უდიდესი ისტორია აქვს. მისი მნიშვნელობა საუკუნებიის მანძილზე იზრდებოდა და არც დღეს კარგავს თავის უპირატესობებს. როცა ამ ადგილს სტუმრობ, თითქოს დრო ჩერდება. შენ ზიხარ ქვაფენილზე და უყურებ უამრავ გემს, იახტას, ძალიან ლურჯ ზღვას და ფიქრობ, რომ ყველაფერი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს. მოაწყვეთ პიკნიკი 6 მაისის პარკში ერთ-ერთი უძველესი პარკი საქართველოში და როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების საყვარელი ტერიტორია. გარემო, სადაც, შეგიძლია განიტვირთო მარტო ან წახვიდე მეგობრებთან/ოჯახის წევრებთან ერთად, მოაწყო პიკნიკი და ცხელ მზეს ხეების ჩრდილის ქვეშ დაემალო. მოინახულეთ ალი და ნინოს ქანდაკება ორი ერთმანეთისკენ მოძრავი ქანდაკება, ერთი სიყვარულის ისტორიით ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ღირსშესანიშნაობად იქცა. ქართველმა მოქანდაკემ თამარ კვესიტაძემ აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომანი "ალი და ნინო" ამ სკულტურაში იდეალურად ასახა და იგი აქცია სიმბოლოდ იმ სიყვარულისა, რომელსაც არა აქვს საზღვრები და ეროვნება. ქანდაკება არაერთხელ დასახელდა საუკეთესო სკულპტურათა შორის და ბევრჯერ დაიმსახურა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. მისი ნახვა ყოველთვის ახალი ემოციით გავსებს. ესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს მართალია, ამისთვის, ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის გავლა მოგიწევთ, თუმცა სანახაობა ამად ღირს. აქ არა მხოლოდ, ნახავთ უნიკალური სახეობის მცენარეებს, არამედ მოგეცემათ საშუალება დატკბეთ იმ შესანიშნავი ხედებით, ჰაერით, ზღვის სანაპირო ზოლით, რომელიც ამ ტერიტორიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.#ბათუმი #პანდემია #ტურიზმი #ზღვა #batumidaily
+3
Artubani
Tbilisi, Georgia · 1 week ago
მოგზაურობა გალაქტიკაში
✅ულამაზესი კადრები და სანახაობა რომელსაც გთავაზობთ ციფრული ხელოვნების მუზეუმი . 🪐 მოგზაურობა გალაქტიკაში და უცხო პლანეტის მისტიური გარემო 📆 თბილისის ციფრულ სივრცეში ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს თბილისი მოლი მე-3 სართული 🏷 ფასების სანახავად დააწკაპეთ ამ ლინკს: ---------------- ♻️ ყველა სახელოვნებო სტუდია ერთ პორტალზე 🎭🎨🎹🎺🥁🎸🎻 Tbilisi Digital Space - თბილისის ციფრული სივრცე#artubani #artambebi #მოდიმუზეუმში #galaxy #museum #artwork #art #მოგზაურობა #არტამბები #არტუბანი #მოდიმუზეუმში #მუზეუმები #ხელოვნება
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 2 months ago
10 ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
10 ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ნამდვილად იპყორბს ტურისტების ყურადღებას იმ ულამაზესი ადგილებით, რაც ნამდვილად უნიკალურს ხდის დასავლეთ საქართველოს. ულამაზესი ბუნება აუცილებლად გაგიჩენთ აქ კვლავ მოხვედრის სურვილს. პირველ რიგში აუცილებლად სანახავია ზუგდიდში არსებული დადიანების სასახლე, სადაც 45 ათასი ექსპონატი ინახება. მათ შორის ნაპოლეონის ნიღაბი და ღვთისმშობლის კვართი. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ბოტანიკური ბაღია, რომლის რეაბილიტაცია წელს დამთავრდა, ბოტანიკურ ბაღში უნიკალური ჯიშის საუკუნოვან ხეებს შეხვდებით. თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ზუგდიდიდან სვანეთისკენ მიმავალ გზაზე არსებული ენგურჰესის კაშხალი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი ცის თაღის ფორმის კაშხალი - 271,5 მეტრია, რომლის განივი სიგრძე 728 მეტრს აღწევს. ხობში მდებარეობს პაპანწყვილის და ნაზმახუს ტბებიც, ძველი ხიბულის, ზენის და საჯიჯაოს ციხეები, ჯეგეთის არქიტექტურული კომპლექსი. ეს სანახაობა აუცილებლად გაგაკვირვებთ. მოგზაურობა სოფელ ჩქვალერში უნდა განაგრძო, სადაც ინწირას კანიონია. მღვიმე გაამოირჩევა სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით და ჰელექტიდებით. აქედან გამომდინარე წყალი 26 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერს წარმოქმნის. მარტვილის სოფელი სალხინო ერთ-ერთი გამორჩეულია სამეგრელოში. აქ არის დადიანების სასახლე და ისტორიული მარანი. საინტერესო ადგილებს ნახავთ სენაკშიც. მაგალითად, ნოქალაქევის თემში არის არქეოლოგიური კომპლექსი, რომლის ყველაზე ადრინდელი ფენები მეშვიდე-მერვე საუკუნით თარიღდება. სენაკის სოფელ ეკში არის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი. აქ არის შხეფის ციხე, სენაკის ცენტრში კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრი. მიმდევრებისთვის საინტერესო ადგილია კასტრული მღვიმეები - ეკის თემში, უნაგირას მთაზე და მენჯის თემში - საწულეისკირიოს უბანსა და შხეფის უბანში. სენაკიდან არც ისე შორს, შეგიძლიათ ეწვიოთ მენჯის ბალნეოლოგიური კურორტი, სამკურნალო წყლებით. აბაშა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან იმით გამოირჩევა, რომ აქ არის ერთადერთი, ებრაელთა სინაგოგა, რომელიც სოფელ სუჯუნაში მე-19 საუკუნეში აშენდა. აქვეა სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის და სხვა ძველი ეკლესიები. მარტვილში მდებარეობს მთის ლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლებარდეც. სოფელ მეორე ბალდაში მდინარე აბაშის ჩანჩქერი. ჩანჩქერის შხეფები ხშირად ცისარტყელას წარმოქნის. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ, კიდევ ორი მომცრო ჩანჩქერია. თუ სოფელ გაჭედილში მოთენას მღვიმეს არ ნახავთ, მარტვილის სილამაზე ნანახი არ გექნებათ. აუცილებლად უნდა ნახოთ ჩანჩქერები „ჟუჟღი“, „ონიორე“ და „ტობი“, „ტობის“ მღვიმე. მესტიიდან წამოსულმა აუცილებლად უნდა შეიარო წალენჯიხაშიც. აქ ქუაქანცალიას მოქანავე ლოდს ნახავთ, რომელიც სუსტი დაწოლის შემთხვევაშიც ირყევა და კაკუნის ხმას გამოსცემს. უცხოელ ვიზიტორთა უმრავლესობა პოლონელები, რუსები, ებრაელები, ბრიტანელები, ფრანგები და გერმანელები არიან. ტურისტს ბევრად ურჩევნია მასპინძელ ოჯახთან დაჰყოს გარკვეული დრო, ვიდრე სასტუმროში გაჩერდეს, რადგან დააკვირდეს ადგილობრივების ცხოვრების სტილს.#სამეგრელოზემოსვანეთი #ზუგდიდი #მესტია #მარტვილი #ულამაზესიადგილები #ბუნება #zugdididaily
My Vision
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
მზის ანარეკლი...
როდესაც დღე მიილევა და აზვირთებულ ტალღებს ოქროსფერი ლანდი მოედება ულამაზესი სანახავია მზე.რამდენჯერ გავსულვარ სანაპიროზე რადგან ამ საოცარი "მოვლენისთვის" მეყურებინა. ზღვის ქაფი ქვიშას ედება და განსაკუთრებული სურნელით ივსება იქაურობა.სიჩუმე დაისადგურებს...მხოლოდ ზღვა ხმაურობს და ნაპირიდან მოსჩანს თოლიები როგორ მარდად აპობენ ზღვის ტალღებს მზე კი ჩადის...წყალი ირეკლავს მის ბზინვარებას და ცისარტყელის ფერებით ხატავს ზედაპირს.რამდენჯერ მიფიქრია მხატვარი ვყოფილიყავი და დამეხატა ან მწერალი და ისე აღმეწერა, რომ მთლიანად ჩამედო ჩემი განცდა და შთაბეჭდილება. იქ, სადღაც შორს მოჩანდა ტალღებში გახვეული გემი.ხშირად მიფიქრია თუ რა ლამაზი სანახაობა იქნებოდა წყლის სიღრმიდან დანახული მზე. ასე, რომ ანათებს და ასე, რომ ათბობს ზღვებს, ოკეანეებს.ყოველი მზის ჩასვლისას ახალი განცდებითა შთაბეჭდილებებით ვივსები და ყოველთვის ვფიქრობ რა ყოვლისშემძლეა ღმერთი.მხოლოდ მას შეუძლია გარესამყარო ლამაზ ფერებში დაგვანახოს.
ძველი თბილისის ქრონიკები
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
რა ადგილია გამოსახული ფოტოზე ?
1776 წელს ერეკლე II მეუღლემ დარეჯან დედოფალმა ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე ააგო. დარეჯან დედოფლის სასახლეს „დარეჯანის სასახლეს“ უწოდებდნენ, ხოლო სასახლის ერთ შემორჩენილ ნაწილს, რომელიც ასე მოხდენილად აგვირგვინებს ძველი ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯს – „საჩინოს“. 1789 წელს დარეჯან დედოფალმა სასახლესთან წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია ააგო. დარეჯან დედოფლის მიერ აშენებული ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად ერთიან არქიტექტორულ კომპლექტს შეადგენდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული. სასახლისა და მისი კომპლექსის ზუსტ დაგეგმარებას ჩვენამდე არ მოუღწევია. თვით სასახლე აშენებულია ციხის ნანგრევებზე, რომელიც ქვაყორისა და კვადრატული აგურის ძველებური შერეული ნაყოფითაა ნაგები. სასახლეში უმთავრეს ყურადღებას სწორედ ხის გადმოკიდებული აივანი იპყრობს, რომელიც მომრგვალებულ კონტრფორსს, მხატვრულად ამთავრებს მას. აივნიდან საინტერესო სანახაობა იშლება. აქედან ჩანს თბილისის მარჯვენა სანაპიროს ნაწილი, რომელიც ამდიდთეატრად გადაშლილ ქალაქის მთელ თავისებურებას გვიჩვენებს. დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, ეს სასახლე მისი ეკლესიითურთ შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ და გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლი სკოლები. მიტროპოლიტმა იონამ 1824 წლის 29 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე და დააარსა ამავე სახელობის მამათა მონასტერი.
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 2 months ago
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა) - სამოთხე დედამიწაზე.
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა) - სამოთხე დედამიწაზე. სამეგრელო ულამაზესი ადგილებით გამოირჩევა, მათ შორისაა ტობავარჩხილი - ტბა საქართველოში. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ტობავარჩხილამდე მიმავალი გზაც ისეთივე უნიკალურია როგორიც ეს ტბა. აქ ერთდროულად შეგიძლიათ წააწყდეთ მღვიმეებს, მინერალურ წყლებს, ხავსიან მასივებს, აგრეთვე, ალპურ ტბებსა და ჩანჩქერებს.რაც უფრო მაღლა მიიწევთ, გარემო მით უფრო ლამაზი ხდება, ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სიმწვანე მატულობს, და იგრძნობა ველური ბუნების სილამაზე. ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდ ტბის დანაახვა შესაძლებელი იმ ულამაზესი გზის განვლის შემდეგ, რაც ზევითაა ხსენებული. ლეგენდა არსებობს, რომლის თანახმადაც ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩება. ორკილომეტრიანი მყინვარის გადალახვის შემდეგ წინ თვალწარმტაცი სანახაობა იშლება: ლურჯად ელვარებს მწვანეში ჩამჯდარი ტბა. ჩრდილოეთით დიდებული ჩე გვალა (თეთრი მთა) მოჩანს, ეს ერთადერთი მხარეა, საიდანაც ტობავარჩხილს მთები არ ეკვრის და ისიც, თითქოს დრო იხელთაო, ჩანჩქერად ეშვება უფსკრულში. სხვა ყველგან სალი კლდეები აღმართულან. ამ საოცრებას ცაშკიბული აგვირგვინებს. მისი ანარეკლიც კი ტბაში იმდენად დიდებულია, რომ ყველას მოახრევინებს ქედს. შეუძლებელია ამ ტბის დანახვისას ვერ აღიქვა ის სილამაზე რაც იქ დაგხდვდება. #ტობავარჩხილი #სამეგრელოზემოსვანეთი #წალენჯიხა #ლეგენდა #ვერცხლისტბა #ბუნება #ჩანჩქერები #ხედები #zugdididaily