Lufthansa 22000 სამუშაო ადგილს გააუქმებს

0
კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ფრენებზე მოთხოვნის შემცირების გამო, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa სამუშაო ადგილებს შეამცირებს. ავიაკომპანიის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობის გამო, შესაძლოა, 22 000 ასეთი ადგილის გაუქმება გახდეს საჭირო. მედია წერს, რომ ეს ორჯერ მეტია იმ რაოდენობაზე, რომელზეც ავიაკომპანია თავდაპირველად მიუთითებდა. კომპანიას 135 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. Lufthansa, რომელიც ასევე ფლობს შვეიცარიის, ავსტრიისა და ბრიუსელის ავიახაზებს, აცხადებს, რომ პანდემიის შემდეგ დაახლოებით 100 თვითმფრინავს აქვს ნაკლები დატვირთვა. #Lufthansa #კრიზისი #სამუშაოადგილები #კორონავირუსი
0