12 votes
0 comments
0 shares
Save
1 views
Dariko Beria
Tsalenjikha · 1 year ago

წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი -გოგა გულორდავა


Dariko Beria
Tsalenjikha · 1 year ago
Similar Posts
Dariko Beria
Tsalenjikha, Georgia · 8 months ago
სპორტი ყველასათვის! მიმდინარე წლის 2 ნოემბერს,წალენჯიხაში ჩატარდა შეჯიბრი მსოფლიო ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მაია აზარაშვილის სახელობის თასზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და სპორტის გულშემატკივრები. დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.🏃‍♀️🏃‍♂️👍
+4
Enj Tsatava
Tbilisi, Georgia · 9 months ago
🛣 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში,სოფელ ახუთში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ⤵წალენჯიხა -ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატი,გოგა გულორდავა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან,დავით გოგუასთან ერთად სოფელ ახუთში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.
+2
Anni Kvaratskhelia
Tbilisi, Georgia · 5 months ago
🔴"მონა" წარწერა წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას ჩხოროწყუს ბიუროს აბრაზე. წყარო: ჯვარი ნიუსი #politics Chkhorotsku
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha, Georgia · 2 months ago
დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი შესრულდა
ამ დღესთან დაკავშირებით წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანს 93 წლის ქალბატონს, ვარვარა ბონდარენკოს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებს, მუნიციპალიტეტის მერიისგან კი 500-ლარს.
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha, Georgia · 6 months ago
▶️ სათნოების სახლის ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებმა დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და სათნოების სახლის ხელმძღვანელებისაგან საახალწლო საჩუქარი მიიღო. ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ სევერიანე შეროზიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დარეჯან დადიანმა და ქალაქ ჯვარის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ლიპარტიამ.
+3
Headline
Tbilisi, Georgia · 4 months ago
ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება. პარლამენტში „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარით, ნაცვლად 100 ლარისა. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტომობილიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარით, ნაცვლად 120 ლარისა. ამავე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათაც, ვინც 2კგ-მდე ნარჩენს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება. გარემოს დაბინძურება ნარჩენებით, რომელთა ოდენობა 2 კგ-ს უტოლდება ან აღემატება, ამ შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარი (ნაცვლად 150 ლარისა), ხოლო იურიდიული პირებისთვის 1 500 ლარი ( ნაცვლად 1 000 ლარისა) იქნება. 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით - 3000 ლარით; დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა - ფიზიკურ პირს - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 6000 ლარის ოდენობით. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ. #news
TV Imedi
Tbilisi, Georgia · 3 months ago
გოგა გულორდავა: კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც იმყოფებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტში და უდგინდება კონტაქტების ფართო წრე
გოგა გულორდავა: კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც იმყოფებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტში და უდგინდება კონტაქტების ფართო წრე
გოგა გულორდავა: კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც იმყოფებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტში და უდგინდება კონტაქტების ფართო წრე
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 3 months ago
ცნობილია სპორტსმენის დაინფიცირების წყარო და კლასტერი.
ცნობილია სპორტსმენის დაინფიცირების წყარო და კლასტერი. დადგინდა სპორტსმენის დაინფიცირების წყარო და კლასტერი, ასევე იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც შეიძლება იყოს ინფიცირებული. ჯადაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა დადგენილია როგორც წყარო, ასევე იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინფიცირებულნი. ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ.” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენს კონტაქტი სამ მუნიციპალიტეტთან: ზუგდიდითან, ჩხოროწყუსა და წალენჯიხასთან ჰქონდა. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას თქმით, სპორტსმენს მუნიციპალიტეტში 3 ადმიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პირდაპირი კონტაქტი მუნიციპალიტეტთან არ ჰქონია. "ამ პაციენტმა და მისმა ბიძაშვილმა თუ თანასოფლელმა, იმგზავრეს ერთად 27 მარტს თბილისიდან ზუგდიდამდე. სპორტსმენთან ერთად ვინც იმგზავრა, ის არის ჩხოროწყუელების სიძე. ამ სიძესთან სტუმრად იყვნენ ჩხოროწყუელები, ოთხი ადამიანი. გამოდის კონტაქტის კონტაქტი. მაგრამ ჯერ დასადგენია, იმ პიროვნებას, იმ სპორტსმენს რა დროს გამოუვლინდათ კლინიკური ნიშნები. ჩაღრმავებული კვლევით გაირკვევა, ინფიცირებულთან ვის ჰქონდა კონტაქტი. თუ საჭიროდ ჩათვლიან, გადაიყვანენ საავადმყოფოში და ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება", - განაცხადა ნინო ჯომიდავამ. ზუგდიდი #ჩხოროწყუ #წალენჯიხა #ზუგდიდიმერი #სამეგრელოზემოსვანეთი #კორონავირუსი #დაინფიცირებული #სპორტსმენი #zugdididaily
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 4 months ago
COVID -19 სამეგრელოში
როგორ უმკლავდება სამეგრელო კორონავირუსს? ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 33 ადამიანი იმყოფება. მათგან 15 - ზუგდიდში, 6 - ხობში, 2 - მარტვილში, 1- ჩხოროწყუში, ხოლო აბაშაში, წალენჯიხასა და სენაკში 3-3 ადამიანი არის თვითიზოლირებული. გასულ კვირასთან შედარებით, როდესაც სამეგრელოში თვითიზოლაციაში 17 ადამიანი იმყოფებოდა, მონაცემები გაცილებით გაზრდილია. კორონავირუსთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებში გახანგრძლივდა არდადაგები პირველ აპრილამდე, რის გამოც ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლა ორშაბათიდან ონლაინ სწავლებაზე გადადის. სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, უფასო სასადილოსა და სოციალურ საცხოვრებელში. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა “ათინათის” შენობაში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, საბავშვო ბაღსა და მუნიციპალიტეტში.#ზუგდიდი #სენაკი #ჩხოროწყუ #ხობი #მარტვილი #წალენჯიხა #აბაშა #კორონავირუსი #zugdididaily
Marneuli Daily
Kachaghani, Georgia · 1 month ago
მეუფე გიორგის (ჯანდელიანი ) და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის შეხვედრა
მიმდინარე წლის 28 მაისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში შედგა შეხვედრა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის(ჯამდელიანი), საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტს ჰაფის პოლოხოვს და ადგილობრივი აზერბაიჯანელი ინტელიგენციის წარმომადგენლებს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი „მარნეულის ჰუჯაბი“ ავრცელებს. " შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ ნაყოფიერ და კეთილმეგობრულ გარემოში, სადაც საუბარი შეეხო ქართველთა და აზერბაიჯანელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთთანაცხოვრების და მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი შეეხო ასევე ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ყოფილი საბჭოთა სახელისუფლო წარმომადგენლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს.გამართული დისკუსიის შედეგად შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ერთხმად იქნა დადასტურებული ის უტყუარი ფაქტი, რომ ამ პიროვნებამ,როგორც საბჭოთა რეჟიმის ცნობილმა მესვეურმა განახორციელა ანტირელიგიური და ანტიეროვნული ნეგატიური საქმიანობა თავისი პროლეტარული მოღვაწეობის პერიოდში. " მსგავსი შეხვედრები ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლობასთან მიიღებს ინტენსიურ ხასიათს."- წერია „მარნეული ჰუჯაბის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მარნეულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სადახლოს ერთეულიდან როვშან ისკანდაროვი და ადგილობრივი აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები. პოსტში ასევე წერია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან აღნიშნული სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.#მარნეული #რელიგია #თემი #ძეგლი #marneulidaily#news #ახალიამბები