ქუთაისის რომელი უბანი უყვარდა სულხან-საბას ? - ცოტა რამ მის შესახებ

0
გადმოცემის თანახმად, ევროპაში ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებულმა სულხხან-საბა ორბელიანმა პირველად ქუთაისის ძველ უბანს მიაშურა და აქვე ეკლესიის მამებს უცხოეთიდან ჩამოტანილი ყვავილების თესლები უსახსოვრა. სულ მალე ადგილი მწვანედ აყვავილდა - ასე გაჩნდა სახელიც მწვანეყვავილა. ის ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება და რიონის ხეობას დაჰყურებს. აქ უძველესი ძეგლი ბაზილიკური ეკლესიაა, რომელიც მწვანეყვავილას გორაკის დასავლეთ კონცხზეა განთავსებული. 1013 წელს აგებულმა ეკლესიამ ჩვენამდე მხოლოდ ნანგრევების სახით მოაღწია. ამ ტერიტორიაზე კიდევ ორი ძველი ნაგებობა - თავდაცვითი დანიშნულების ციხესიმაგრე და პატარა ბაზილიკური ეკლესია მდებარეობს. კოშკი ოთხი სართულისგან შედგება. პირველი სართული მტკიცედ შეკრული თაღოვანი ოთახია. სავარაუდოდ, ციხე 1637 წელსაა აგებული. 1956 წლიდან ეს ადგილი გამოცხადებულია საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. 1909-1913 წ.წ. მწვანეყვავილას ტერიტორიაზე აგებული ეკლესია 1914 წელს მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელით ეკურთხა. ქუთაისისისტორია ქუთაისისუბანი
KUTAISIDAILY
0