Apple საკუთარი წარმოების ავტომობილის გამოშვებას გეგმავს

0
კომპანია Apple 2024 წლისთვის საკუთარი წარმოების სამგზავრო ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ელემენტების თანამედროვე ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. ამ კომპანიამ მანქანის შექმნაზე, ჯერ კიდევ 2014 წელს, Project Titan-ის ფარგლებში დაიწყო აქტიური მოქმედება და მას მერე, რაც მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, მომხმარებლებისთვის სამგზავრო ავტომობილის შეთავაზება იგეგმება. ზემოხსენებულ თემაზე Apple-ის გეგმების შესახებ ოფიციალურად ჯერ არ გახმაურებულა. აქვე, ეს ავტომობილები ახალი ტიპის ელემენტებით იქნება აღჭურვილი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს არსებულ ფასებს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Apple #product #car #tech #interworld
0