ნატალია LVMH - ის პირველი ლედია ახლა უკვე ოფიციალურად

0
ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო დაქორწინდნენ. სიახლე ნატალიამ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. კორონავირუსის პანდემიის გამო, დაგეგმილი გრანდიოზული წვეულება გაურკვეველი დროით გადაიდო, თუმცა წყვილმა პატარა ცერემონიის მოწყობა მაინც შეძლო. ნატალიას თავისი საუკეთესო მეგობრის, რუსი დიზაინერის, იულიანა სერგეენკოს თეთრი კაბა ეცვა. ვოდიანოვამ სამოდელო კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ის სათავეში ჩაუდგა სლავი გოგონების მრავალრიცხვოვან არმიას. ნატალია ითვლება ყველაზე წარმატებულ რუს სუპერმოდელად. ვოდიანოვა დაბეჭდილია ვოგის 70-ზე მეტ გარეკანზე, ქეით მოსთან, ჟიზელ ბუნდჩენთან, ლინდა ევანგელისტასთან და კრისტი ტორლინგტონთან ერთად, ის შედის იმ მოდელების ხუთეულში, რომლებსაც მოდის ბიბლია ყველაზე ბევრჯერ აქვთ დამშვენებული. შთამბეჭდავი წარმატების შემდეგ, მოდის ინდუსტრიაში ნატალიას შეარქვეს “Supernova”.
სუპერმოდელი ანტუან არნოს პირველად 2008 წელს, ლუი ვიტონის კამპანიის გადასაღებ მოედანზე შეხვდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, არნოსგან განსხვავებით, ეს შეხვედრა კარგად არც ახსოვს. აღსანიშნავია, რომ ანტუანის ოჯახი ფლობს ლუი ვიტონს და მთლიანად LVMH – ს, მოდის ყველაზე მსხვილ კონგლომერატს. ანტუან არნო მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბერნარ არნოს უფროსი ვაჟია. მათი ოჯახის მფლობელობაშია 70-მდე ბრენდი. ანტუან არნო იხსენებს: „მახსოვს, როდესაც ცოცხლად პირველად ვნახე, ყბა დამივარდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ქმარი ჰყავდა. 2011 წელს, სადღაც ამოვიკითხე, რომ ქმარს დაშორდა და მივწერე“. 2001 – 2011 წლებში ნატალია დაქორწინებული იყო ჯასტინ პორტმანზე, რომლისგანაც 3 შვილი ჰყავს. 2011 წელს სუპერმოდელი მეუღლეს დაშორდა.
2011 წლის მიწურულს ვოდიანოვამ და არნომ ურთიერთობა დაიწყეს. 2014 წელს წყვილს პირველი შვილი შეეძინა. ჯამში, სუპერმოდელს 5 შვილი ჰყავს. 2019 წლის 31 დეკემბერს, ანტუანმა ვოდიანოვას ხელი სთხოვა, წყვილის გრანდიოზული ქორწილი ივნისში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
#ნატალიავოდიანოვა
#მოდა #პირველილედი #დიაზინი
Tbilisi
0