აქვს თუ არა ქალს მამაკცზე დაბალი ინტელექტის დონე ? (მეცნიერული კვლევა)

0
დიდი ხნის განმავლობაში ქალები განიხილებოდნენ, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლები, შესაბამისად, მათ, მამაკაცებთან შედარებით, ნაკლები უფლებებიც გააჩნდათ. შარლოტა ბრონტე წიგნში „ჯეინ ეარი“ წერს: „მე ჩიტი არ ვარ და ვერავინ დამატყვევებს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, დამოუკიებელი ნებით“. დღესდღეობით ქალები ნაკლებად განიცდიან სტერეოტიპულ ზემოქმედებას, თუმცა იგი საბოლოოდ არ არის აღმოფხვრილი. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც შეიძლება წავაწყდეთ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისადმი სტერეოტიპულ მოპყრობას. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი აქტუალური განხილვის საგანს წარმოადგენს ქალებსა და მამაკაცებს შორის ინტელექტუალური განსხვავებების საკითხი. სანამ მის შესახებ მსჯელობას დავიწყებ, მსურს, წარმოგიდგინოთ, თუ რას გულისხმობს ინტელექტი. ფსიქოლოგიაში ინტელექტის მრავალნაირი გაგება არსებობს. სხვადასხვა ფსიქოლოგი განსხვავებულად განმარტავს ინტელექტს. მას ხშირად, როგორც აზროვნების სინონიმს, ისე ხმარობენ. სიტყვა ინტელექტი ლათინურად „intelectus” გონიერებას, გაგებას, წვდომას ნიშნავს. უფრო ზოგადად იგი ფასდება, როგორც ცოდნა, რომელიც ადაპტური ქცევისთვის უნდა იყოს გამოყენებული შესაბამის გარემოსა და კონტექსტში. ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ ადამიანს „უფრო მეტად ჭკვიანად“ მიიჩნევენ, ვიდრე სხვებს. ჩვენ ამ სიტყვას გონიერების სინონიმად ვხმარობთ. შეფასება _ „ის ინტელექტუალური ადამიანია“ ან „ძლიერი ინტელექტის პატრონია“, ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნება ძლიერი აბსტრაქტული აზროვნებით, თანმიმდევრული ლოგიკით გამოირჩევა და აქვს შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა გარემოს მანიპულირებისთვის გამოიყენოს. ფსიქოლოგები ლევის ტერმანი და ედვარდ თორნდაიკი ინტელექტს განსხვავებულად განმარტავდნენ. ტერმანი ინტელექტის განმარტებისას ხაზს უსვამდა აბსტრაქტული აზროვნების უნარს, თორნდაიკი კი ყურადღებას ამახვილებდა სწავლასა და კითხვებზე კარგი პასუხების გაცემის უნარზე. დღესდღეობით ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ ადაპტაცია წარმოადგენს გასაღებს იმის გაგებაში, თუ რა არის ინტელექტი და რას აკეთებს იგი. ადაპტაცია სხვადასხვა გარემოში შეიძლება მოხდეს. მაგ: მოსწავლე სწავლობს მასალას, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ კარგად დაამთავროს სკოლა; ექიმი, რომელიც უცნობი სიმპტომების პაციენტს მკურნალობს, ატარებს კვლევას ამ დაავადების შესახებ და ა.შ. უმეტესწილად ადაპტაცია გულისხმობს საკუთარ თავში ცვლილებების შეტანას, გარემოს უფრო ეფექტურად გამკლავებისთვის, თუმცა იგი ასევე შეიძლება გულისხმობდეს გარემოს შეცვლას ან სრულიად ახლის პოვნას. ეფექტური ადაპტაცია უამრავ შემეცნებით პროცესს ემყარება, როგორიცაა: აღქმა, სწავლა, მეხსიერება, მსჯელობა და პრობლემის გადაჭრა. ინტელექტის მნიშვნელობის მთავარი განსაზღვრება არის ის, რომ იგი არ არის შემეცნებითი ან გონებრივი პროცესი, არამედ ამ პროცესების შერჩევითი კომბინაცია, რომელიც მიზნად ისახავს ეფექტურ ადაპტაციას. მაგალითად, ზემოთ ჩემ მიერ წარმოდგენილი ექიმის შემთხვევაში, რომელიც ცდილობს, გაურკვეველი დაავადების შესახებ ინფორმაცია მოიძიოს პაციენტის სამკურნალოდ, ამას ახორციელებს სამედიცინო ლიტერატურაში მასალის წაკითხვით. იგი იმახსოვრებს მასალაში არსებულ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც საჭიროა პაციენტის სამკურნალოდ, შემდეგ კი გამოიყენებს მას პრობლემის მოსაგვარებლად. მთლიანობაში ინტელექტი განიხილება ადამიანის შესაძლებლობის ჭრილში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი გულისხმობს არა მხოლოდ ერთ შესაძლებლობას, არამედ მრავალი შესაძლებლობების ერთიანობას. ინტელექტის შესწავლისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი გაზომვის საკითხებს. ფრანსის ჰალტონს, ალფრედ ბინეს, ლუი ტერმენს, დევიდ დექსლერს დიდი წვლილი მიუძღვით ინტელექტის გაზომვის მეთოდების შექმნაში. ფრანსის ჰალტონი (ინგლისელი მეცნიერი) იყო პირველი, რომელიც ადამიანებს შორის გონებრივი განსხვავებებისა და მათი გონებრივი უნარების გაზომვას ცდილობდა. 25 წლის წინ ამერიკაში გამოიცა ჯონ გრეის წიგნი „მამაკაცები არიან მარსიდან, ქალები არიან ვენერიდან“. წიგნში წარმოდგენილია ფუნდამენტური ფსიქოლოგიური განსხვავებები ქალებსა და მამაკაცებს შორის. ავტორი წიგნში განმარტავს, რომ ქალები და მამაკაცები წარმოადგენენ მკაფიო პლანეტებს, კონკრეტულად მამაკაცები არიან მარსიდან, ხოლო ქალები არიან ვენერიდან, შესაბამისად, ყოველი სქესის წარმომადგენლები ადაპტირებულნი არიან საკუთარი პლანეტის საზოგადოებასთან, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სხვა პლანეტის წარმომადგენლებთან. ჯონ გრეის მსგავსად წარსულიდან მოყოლებული ადამიანთა უმეტესობა ქალებსა და მამაკაცებს განიხილავენ, როგორც ორ პოლუსს, რომელთაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავებების წარმოდგენა შემდეგი საკითხების მიხედვით ხდება: როგორ გამოხატავენ გრძნობებს, როგორი ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ, რა არის მათი ჰობი და პიროვნული ინტერესები, როგორია მათი როგორც მშობელთა როლები, რა შესაძლებლობები აქვთ სამსახურში და სხვა. ქალების პიროვნული ინტერესების, სოციალური როლების და შედარებით მგრძნობელობის გამო ისინი მამაკაცებთან შედარებით სუსტი სქესის წარმომადგენლებად არიან მიჩნეული. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ერთგვარი გენდერული სტერეოტიპი ქალის ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც. ქალი განიხილება, როგორც მამაკაცთან შედარებით უვიცი. გავრცელდა ერთგვარი აზრი, რომ არსებობს გარკვეული როლი და საქმიანობა, რომლის შესრულებაც ქალს შეუძლია და არსებობს გარკვეული სამუშაო, რომელსაც იგი არ უნდა გააკარო. ამ განსხვავებების სპეციფიკა და ხარისხი იცვლება როგორც დროის, ასევე საზოგადოების მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით იქმნება ერთგვარი დისბალანსი. ქალებთან შედარებით, მამაკაცებს უფრო მეტი უპირატესობა და სარგებელი აქვთ. პირველი ინტელექტის ტესტებიდან მოყოლებული, რომლებიც ადამიანებს შორის გონებრივი განსხვავებებისა და მათი გონებრივი უნარების გაზომვას ცდილობდნენ, ფსიქოლოგები იკვლევდნენ ინტელექტში გენდერული განსხვავებების გავლენას. ინელექტში სქესობრივი განსხვავებების კვლევისას დიდი ყურადღება დაეთმო გენდერულ განსხვავებებს ზოგადი ინტელექტის მიხედვით. ორმა პიონერმა _ ტერმანმა და ვეშლერმა წარმოადგენის, რომ ზოგადი ინტელექტის მიხედვით სქესობრივი განსხვავება არ გამოვლინდა. ამ მოსაზრებას ზოგი ავტორი დაუპირისპირდა, ზოგიც კი პირიქით დაეთანხმა. ისინი, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ მათ მოსაზრებას, ამტკიცებდნენ, რომ ზოგადი ინტელექტის მიხედვით, არსებობს განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის ხოლო ისინი, ვინც ეთანხმებოდნენ, ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობს განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის. ზოგი კვლევის მიხედვით კი ისიც დადგინდა, რომ ქალებმა უკეთესი შედეგები მიიღეს ზოგადი ინტელექტის მიხედვით, ვიდრე მამაკაცებმა. ზოგადი ინტელექტის კვლევის პარალელურად ექსპერიმენტები უფრო სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც ჩატარდა. არსებობს ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უკეთესი მიღწევები აქვთ ვერბალურ სფეროში, ხოლო მამრობითი სქესის წარმომადგენლებს სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში. 1974 წელს მაკკოიმ და ჯეკლინმა შეისწავლეს ბოლო 10 წლის ამერიკულ ჟურნალებში გენდერული განსხვავებების შესახებ არსებული კვლევები, რომელთა მიხედვითაც დაასკვნეს, რომ ქალებს უპირატესობა გააჩნიათ ვერბალური უნარების ამოცანებში, ხოლო მამაკაცებს თვისებრივ და ვიზუალურ-სივრცით შესაძლებლობებში. ამ თემასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა კიმურამაც, რომელმაც მსგავსი შედეგები მიიღო. მის ექსპერიმენტში გოგოებს მაღალი ქულა ჰქონდათ ვერბალურ მეხსიერებასა და აღქმის სიჩქარეში. რაც შეეხებათ ვაჟებს, მათ მაღალი ქულა ჰქონდათ მათემატიკური და სივრცითი ორიენტაციის დავალებებში. აღსანიშნავია ლუბინსკისა და ჰამფრიზის მიერ 100000 16 წლის ამერიკელ სტუდენტზე ჩატარებული კვლევაც, რომელთაც გოგოების სასარგებლოდ იპოვეს განსხვავებები, რაც გულისხმობს იმას, რომ გოგონებმა უკეთესად შეასრულეს მათემატიკური და სივრცითი ორიენტაციის დავალებები. ბოლოდროინდელი კვლევები არ გვაძლევენ სტაბილურ შედეგებს: ზოგი კვლევა გვიჩვენებს გოგოების უპირატესობას, ზოგი კვლევა კი ვაჟებისას. ამ კვლევებიდან გამომდინარე, ისმება კითხვა _ არის კი გენდერული განსხვავებები დაკავშირებული ადამიანების ინტელექტთან? მსგავსი შედეგების სიმრავლის გამო შეიძლება ვივარაუდოთ საზოგადოების დამოკიდებულების თანდათანობითი ცვლილება. შეიძლება ამით აიხსნას ის, რომ დღეისთვის შედარებით ნაკლებად მიმართავენ კაცები სტერეოტიპულ ქმედებებს ქალების მიმართ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალების დიდ ძალისხმევასაც, შეეცვალათ საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპული წარმოდგენები. ბევრმა ქალმა გაუძლო დიდ დამცირებას. ისინი არ დანებდნენ და ყველანაირად ეცადნენ ეჩვენებინათ მამაკაცებისთვის, რომ ქალებიც მათი თანასწორები არიან და არ ჩამოუვარდებიან მათ ინტელექტუალური თვალსაზრისით. წარმოდგიდგენთ რამდენიმე ქალს, რომელთაც დიდი ბრძოლის შედეგად მიაღწიეს იმას, რომ შეცვალეს წარმოდგენა ქალების შესახებ. პირველ რიგში, მსურს წარმოვადგინო პირველი ქართველი მეფე _ თამარი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად არის წოდებული, მისი მმართველობის პერიოდი ოქროს ხანად არის წოდებული; პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთში, მარგარეტ ტეტჩერი, რომელიც „რკინის ლედის“ სახელწოდებით არის ცნობილი. ეს სახელწოდება ასოცირდება მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. მან დანერგა პოლიტიკა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი; და ასევე მსურს წარმოვადგინო პირველი ქალი, ასტრონავტი, ვალენტინა ტერეშკოვა, რომელმაც 71 საათი გაატარა კოსმოში. ეს დრო აღემატებოდა მასთან მყოფი ყველა მამაკაცი ასტრონავტის მიერ კოსმოსში გატარებულ დროს. ჩემ მიერ წარმოდგენილმა თითოეულმა ქალმა თავისი ნიჭით დაამტკიცა, რომ მათი ინტელექტუალური განვითარება არ ჩამოუვარდება მამაკაცებისას, მეტიც, მათ შეძლეს, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, კარგად შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობები და ყოფილიყვნენ კომპეტეტურნი. წარმოდგენილი დებულებები ამტკიცებენ იმ ფაქტს, რომ არცერთ სქესს არ გააჩნია უპირატესობა ინტელექტუალური თვალსაზრისით, მეორესთან შედარებით. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია იმის მიხედვით, თუ რომელ სფეროში იქნება ძლიერი და ეს მხოლოდ მის სქესსთან არ არის დაკავშირებული. არსებობს კიდევ მრავალი ფაქტორი, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ინტელექტუალურ მდგომარეობაზე, ამიტომ ის ფაქტი, რომ ადამიანი ქალია, ან მამაკაცი, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია დაეუფლოს რომელიმე „მისი სქესისთვის შეუსაბამო“ სფეროს. თავად საზოგადოების მიერ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ახდენს ადამიანთა მოქმედებებზე გავლენას, ამიტომ აუცილებელია აღმოიფხვრას იგი. უნდა გავცდეთ შეზღუდული აზროვნების ჩარჩოებს და ვიაზროვნოთ თავისუფლად, რათა უფრო მეტად განვვითარდეთ და მეტი ნიჭი აღმოვაჩინოთ როგორც საკურ თავში, ასევე სხვებში. დიდი ხნის განმავლობაში ქალები განიხილებოდნენ, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლები, შესაბამისად, მათ, მამაკაცებთან შედარებით, ნაკლები უფლებებიც გააჩნდათ. შარლოტა ბრონტე წიგნში „ჯეინ ეარი“ წერს: „მე ჩიტი არ ვარ და ვერავინ დამატყვევებს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, დამოუკიებელი ნებით“. დღესდღეობით ქალები ნაკლებად განიცდიან სტერეოტიპულ ზემოქმედებას, თუმცა იგი საბოლოოდ არ არის აღმოფხვრილი. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც შეიძლება წავაწყდეთ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისადმი სტერეოტიპულ მოპყრობას. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი აქტუალური განხილვის საგანს წარმოადგენს ქალებსა და მამაკაცებს შორის ინტელექტუალური განსხვავებების საკითხი. სანამ მის შესახებ მსჯელობას დავიწყებ, მსურს, წარმოგიდგინოთ, თუ რას გულისხმობს ინტელექტი. ფსიქოლოგიაში ინტელექტის მრავალნაირი გაგება არსებობს. სხვადასხვა ფსიქოლოგი განსხვავებულად განმარტავს ინტელექტს. მას ხშირად, როგორც აზროვნების სინონიმს, ისე ხმარობენ. სიტყვა ინტელექტი ლათინურად „intelectus” გონიერებას, გაგებას, წვდომას ნიშნავს. უფრო ზოგადად იგი ფასდება, როგორც ცოდნა, რომელიც ადაპტური ქცევისთვის უნდა იყოს გამოყენებული შესაბამის გარემოსა და კონტექსტში. ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ ადამიანს „უფრო მეტად ჭკვიანად“ მიიჩნევენ, ვიდრე სხვებს. ჩვენ ამ სიტყვას გონიერების სინონიმად ვხმარობთ. შეფასება _ „ის ინტელექტუალური ადამიანია“ ან „ძლიერი ინტელექტის პატრონია“, ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნება ძლიერი აბსტრაქტული აზროვნებით, თანმიმდევრული ლოგიკით გამოირჩევა და აქვს შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა გარემოს მანიპულირებისთვის გამოიყენოს. ფსიქოლოგები ლევის ტერმანი და ედვარდ თორნდაიკი ინტელექტს განსხვავებულად განმარტავდნენ. ტერმანი ინტელექტის განმარტებისას ხაზს უსვამდა აბსტრაქტული აზროვნების უნარს, თორნდაიკი კი ყურადღებას ამახვილებდა სწავლასა და კითხვებზე კარგი პასუხების გაცემის უნარზე. დღესდღეობით ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ ადაპტაცია წარმოადგენს გასაღებს იმის გაგებაში, თუ რა არის ინტელექტი და რას აკეთებს იგი. ადაპტაცია სხვადასხვა გარემოში შეიძლება მოხდეს. მაგ: მოსწავლე სწავლობს მასალას, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ კარგად დაამთავროს სკოლა; ექიმი, რომელიც უცნობი სიმპტომების პაციენტს მკურნალობს, ატარებს კვლევას ამ დაავადების შესახებ და ა.შ. უმეტესწილად ადაპტაცია გულისხმობს საკუთარ თავში ცვლილებების შეტანას, გარემოს უფრო ეფექტურად გამკლავებისთვის, თუმცა იგი ასევე შეიძლება გულისხმობდეს გარემოს შეცვლას ან სრულიად ახლის პოვნას. ეფექტური ადაპტაცია უამრავ შემეცნებით პროცესს ემყარება, როგორიცაა: აღქმა, სწავლა, მეხსიერება, მსჯელობა და პრობლემის გადაჭრა. ინტელექტის მნიშვნელობის მთავარი განსაზღვრება არის ის, რომ იგი არ არის შემეცნებითი ან გონებრივი პროცესი, არამედ ამ პროცესების შერჩევითი კომბინაცია, რომელიც მიზნად ისახავს ეფექტურ ადაპტაციას. მაგალითად, ზემოთ ჩემ მიერ წარმოდგენილი ექიმის შემთხვევაში, რომელიც ცდილობს, გაურკვეველი დაავადების შესახებ ინფორმაცია მოიძიოს პაციენტის სამკურნალოდ, ამას ახორციელებს სამედიცინო ლიტერატურაში მასალის წაკითხვით. იგი იმახსოვრებს მასალაში არსებულ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც საჭიროა პაციენტის სამკურნალოდ, შემდეგ კი გამოიყენებს მას პრობლემის მოსაგვარებლად. მთლიანობაში ინტელექტი განიხილება ადამიანის შესაძლებლობის ჭრილში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი გულისხმობს არა მხოლოდ ერთ შესაძლებლობას, არამედ მრავალი შესაძლებლობების ერთიანობას. ინტელექტის შესწავლისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი გაზომვის საკითხებს. ფრანსის ჰალტონს, ალფრედ ბინეს, ლუი ტერმენს, დევიდ დექსლერს დიდი წვლილი მიუძღვით ინტელექტის გაზომვის მეთოდების შექმნაში. ფრანსის ჰალტონი (ინგლისელი მეცნიერი) იყო პირველი, რომელიც ადამიანებს შორის გონებრივი განსხვავებებისა და მათი გონებრივი უნარების გაზომვას ცდილობდა. 25 წლის წინ ამერიკაში გამოიცა ჯონ გრეის წიგნი „მამაკაცები არიან მარსიდან, ქალები არიან ვენერიდან“. წიგნში წარმოდგენილია ფუნდამენტური ფსიქოლოგიური განსხვავებები ქალებსა და მამაკაცებს შორის. ავტორი წიგნში განმარტავს, რომ ქალები და მამაკაცები წარმოადგენენ მკაფიო პლანეტებს, კონკრეტულად მამაკაცები არიან მარსიდან, ხოლო ქალები არიან ვენერიდან, შესაბამისად, ყოველი სქესის წარმომადგენლები ადაპტირებულნი არიან საკუთარი პლანეტის საზოგადოებასთან, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სხვა პლანეტის წარმომადგენლებთან. ჯონ გრეის მსგავსად წარსულიდან მოყოლებული ადამიანთა უმეტესობა ქალებსა და მამაკაცებს განიხილავენ, როგორც ორ პოლუსს, რომელთაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავებების წარმოდგენა შემდეგი საკითხების მიხედვით ხდება: როგორ გამოხატავენ გრძნობებს, როგორი ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ, რა არის მათი ჰობი და პიროვნული ინტერესები, როგორია მათი როგორც მშობელთა როლები, რა შესაძლებლობები აქვთ სამსახურში და სხვა. ქალების პიროვნული ინტერესების, სოციალური როლების და შედარებით მგრძნობელობის გამო ისინი მამაკაცებთან შედარებით სუსტი სქესის წარმომადგენლებად არიან მიჩნეული. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ერთგვარი გენდერული სტერეოტიპი ქალის ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც. ქალი განიხილება, როგორც მამაკაცთან შედარებით უვიცი. გავრცელდა ერთგვარი აზრი, რომ არსებობს გარკვეული როლი და საქმიანობა, რომლის შესრულებაც ქალს შეუძლია და არსებობს გარკვეული სამუშაო, რომელსაც იგი არ უნდა გააკარო. ამ განსხვავებების სპეციფიკა და ხარისხი იცვლება როგორც დროის, ასევე საზოგადოების მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით იქმნება ერთგვარი დისბალანსი. ქალებთან შედარებით, მამაკაცებს უფრო მეტი უპირატესობა და სარგებელი აქვთ. პირველი ინტელექტის ტესტებიდან მოყოლებული, რომლებიც ადამიანებს შორის გონებრივი განსხვავებებისა და მათი გონებრივი უნარების გაზომვას ცდილობდნენ, ფსიქოლოგები იკვლევდნენ ინტელექტში გენდერული განსხვავებების გავლენას. ინელექტში სქესობრივი განსხვავებების კვლევისას დიდი ყურადღება დაეთმო გენდერულ განსხვავებებს ზოგადი ინტელექტის მიხედვით. ორმა პიონერმა _ ტერმანმა და ვეშლერმა წარმოადგენის, რომ ზოგადი ინტელექტის მიხედვით სქესობრივი განსხვავება არ გამოვლინდა. ამ მოსაზრებას ზოგი ავტორი დაუპირისპირდა, ზოგიც კი პირიქით დაეთანხმა. ისინი, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ მათ მოსაზრებას, ამტკიცებდნენ, რომ ზოგადი ინტელექტის მიხედვით, არსებობს განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის ხოლო ისინი, ვინც ეთანხმებოდნენ, ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობს განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის. ზოგი კვლევის მიხედვით კი ისიც დადგინდა, რომ ქალებმა უკეთესი შედეგები მიიღეს ზოგადი ინტელექტის მიხედვით, ვიდრე მამაკაცებმა. ზოგადი ინტელექტის კვლევის პარალელურად ექსპერიმენტები უფრო სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც ჩატარდა. არსებობს ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უკეთესი მიღწევები აქვთ ვერბალურ სფეროში, ხოლო მამრობითი სქესის წარმომადგენლებს სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში. 1974 წელს მაკკოიმ და ჯეკლინმა შეისწავლეს ბოლო 10 წლის ამერიკულ ჟურნალებში გენდერული განსხვავებების შესახებ არსებული კვლევები, რომელთა მიხედვითაც დაასკვნეს, რომ ქალებს უპირატესობა გააჩნიათ ვერბალური უნარების ამოცანებში, ხოლო მამაკაცებს თვისებრივ და ვიზუალურ-სივრცით შესაძლებლობებში. ამ თემასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა კიმურამაც, რომელმაც მსგავსი შედეგები მიიღო. მის ექსპერიმენტში გოგოებს მაღალი ქულა ჰქონდათ ვერბალურ მეხსიერებასა და აღქმის სიჩქარეში. რაც შეეხებათ ვაჟებს, მათ მაღალი ქულა ჰქონდათ მათემატიკური და სივრცითი ორიენტაციის დავალებებში. აღსანიშნავია ლუბინსკისა და ჰამფრიზის მიერ 100000 16 წლის ამერიკელ სტუდენტზე ჩატარებული კვლევაც, რომელთაც გოგოების სასარგებლოდ იპოვეს განსხვავებები, რაც გულისხმობს იმას, რომ გოგონებმა უკეთესად შეასრულეს მათემატიკური და სივრცითი ორიენტაციის დავალებები. ბოლოდროინდელი კვლევები არ გვაძლევენ სტაბილურ შედეგებს: ზოგი კვლევა გვიჩვენებს გოგოების უპირატესობას, ზოგი კვლევა კი ვაჟებისას. ამ კვლევებიდან გამომდინარე, ისმება კითხვა _ არის კი გენდერული განსხვავებები დაკავშირებული ადამიანების ინტელექტთან? მსგავსი შედეგების სიმრავლის გამო შეიძლება ვივარაუდოთ საზოგადოების დამოკიდებულების თანდათანობითი ცვლილება. შეიძლება ამით აიხსნას ის, რომ დღეისთვის შედარებით ნაკლებად მიმართავენ კაცები სტერეოტიპულ ქმედებებს ქალების მიმართ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალების დიდ ძალისხმევასაც, შეეცვალათ საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპული წარმოდგენები. ბევრმა ქალმა გაუძლო დიდ დამცირებას. ისინი არ დანებდნენ და ყველანაირად ეცადნენ ეჩვენებინათ მამაკაცებისთვის, რომ ქალებიც მათი თანასწორები არიან და არ ჩამოუვარდებიან მათ ინტელექტუალური თვალსაზრისით. წარმოდგიდგენთ რამდენიმე ქალს, რომელთაც დიდი ბრძოლის შედეგად მიაღწიეს იმას, რომ შეცვალეს წარმოდგენა ქალების შესახებ. პირველ რიგში, მსურს წარმოვადგინო პირველი ქართველი მეფე _ თამარი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად არის წოდებული, მისი მმართველობის პერიოდი ოქროს ხანად არის წოდებული; პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთში, მარგარეტ ტეტჩერი, რომელიც „რკინის ლედის“ სახელწოდებით არის ცნობილი. ეს სახელწოდება ასოცირდება მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. მან დანერგა პოლიტიკა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი; და ასევე მსურს წარმოვადგინო პირველი ქალი, ასტრონავტი, ვალენტინა ტერეშკოვა, რომელმაც 71 საათი გაატარა კოსმოში. ეს დრო აღემატებოდა მასთან მყოფი ყველა მამაკაცი ასტრონავტის მიერ კოსმოსში გატარებულ დროს. ჩემ მიერ წარმოდგენილმა თითოეულმა ქალმა თავისი ნიჭით დაამტკიცა, რომ მათი ინტელექტუალური განვითარება არ ჩამოუვარდება მამაკაცებისას, მეტიც, მათ შეძლეს, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, კარგად შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობები და ყოფილიყვნენ კომპეტეტურნი. წარმოდგენილი დებულებები ამტკიცებენ იმ ფაქტს, რომ არცერთ სქესს არ გააჩნია უპირატესობა ინტელექტუალური თვალსაზრისით, მეორესთან შედარებით. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია იმის მიხედვით, თუ რომელ სფეროში იქნება ძლიერი და ეს მხოლოდ მის სქესსთან არ არის დაკავშირებული. არსებობს კიდევ მრავალი ფაქტორი, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ინტელექტუალურ მდგომარეობაზე, ამიტომ ის ფაქტი, რომ ადამიანი ქალია, ან მამაკაცი, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია დაეუფლოს რომელიმე „მისი სქესისთვის შეუსაბამო“ სფეროს. თავად საზოგადოების მიერ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ახდენს ადამიანთა მოქმედებებზე გავლენას, ამიტომ აუცილებელია აღმოიფხვრას იგი. უნდა გავცდეთ შეზღუდული აზროვნების ჩარჩოებს და ვიაზროვნოთ თავისუფლად, რათა უფრო მეტად განვვითარდეთ და მეტი ნიჭი აღმოვაჩინოთ როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვებში.
0