ვინ არიან გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეები

Tbilisi Daily

ფეხბურთელ გიორგი შარაქაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს შორის შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან. დაკავებულების ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულება სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა გამთენიისად 17 ადამიანი დააკავეს.