ახალ ზელანდიაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო არჩევნები გადაიდო

Pirveliradio Ge

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო სექტემბერში დანიშნული საყოველთაო არჩევნები ერთი თვით გადადო. არდერნმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა დაიჩივლეს, რომ კორონავირუსის გამო წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ატარდებდნენ. არდერნის თქმით, არჩევნები, რომელიც 19 სექტემბერს იყო დანიშნული 17 ოქტომბერს ჩატარდება და ეს საკმარის დროს მისცემს პარტიებს მოემზადონ იმ პირობებისთვის, რაშიც უწევთ კამპანიის ჩატარება. პრერმიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა პარტიას, მათ შორის მის პარტიასაც ერთნაირ პირობებში უხდება მუშაობა. ქვეყნის კანონმდებლობით არჩევნები 21 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს, თუმცა პრემიერმინისტრმა უფრო მეტად გადავადება გამორიცხა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა. ამჟამად 78 ადამიანს მკურნალობენ. სულ ვირუსი 1 631 პირს დაუდასტურდა. ვირუსის ახალი შემთხვევების წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია.