კახა ოქრიაშვილი „ძალა ერთობაშიას" შეუერთდა
Pirveliradio Ge
კახა ოქრიაშვილი „ძალა ერთობაშიას" შეუერთდა. ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა და „ენმ"-ს ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს ხელი. შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებში ოქრიაშვილის პარტია "პროგრესი და თავისუფლება" და "ძალა ერთობაშია" ერთ ბლოკად გავა
„ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად და აზროვნება მქონდა დამოუკიდებელი და კენჭისყრებშიც დამოუკიდებლად ვმონაწილეობდი. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ერთად მაკავშირებდა რამე ურთიერთობამ, ამას დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას და არა წევრობას, მე ორი დღეა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტია "პროგრესს" -განაცხადა ოქრიაშვილმა.