საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში

Batumi Daily

ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა 10 -ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლა. მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების ნაწილი სხვა სამსახურში გადადის, რამდენიმე მათგანი კი ძველ პოზიციაზე რჩება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე, მას ჯაბა ბერიძე ჩაანაცვლებს. ის ბათუმის საკრებულოს წევრიც იყო. ასევე მუშაობდა ტურიზმის დეპარტამენტში. საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ბადრი ფარტენაძეს, რომელიც შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ სიახლეებს ელოდება. ახალ სამსახურში გადადის „სანდასუფთავების“ დირექტორი დავით დუმბაძე. მან მაუწყებელს უთხრა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე აჭარის უმაღლეს საბჭოში გადადის. დუმბაძე ''სანდასუფთავებაში'' სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. გაათავისუფლეს „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ჯონი საბაშვილიც. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ''გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ მიიღოო, ჩვენი მუშაობიდან გამომდინარე არ ყოფილა. ველოდები ცვლილებებს, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი'' - ამბობს საბაშვილი. თანამდებობას დატოვებს ასევე სულხან ევგენიძე, ის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ეგვენიძე ''სანდასუფთავების'' სამსახურში გადადის. არსებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, ინგა გოგიბერიძეც. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში