საერთაშორისო გამჭვირვალობა: ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს, სავარუდოდ, ერთ კომპანიას არგებს
On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს, რომ ქობულეთის მერია ტენდერებს, სავარაუდოდ კომპანია ჯორჯიან სტოუნის ინტერესებს არგებს. ორგანიზაცია მოუწოდებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები მოიკვლიოს.
"მოიკვლიეთ ის ტენდერები, სადაც ჯორჯიან სტოუნი უკონკურენტოდ ან ტენდერებში სხვა მონაწილეების დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებს. ასეთი სატენდერო პოლიტიკა კორუფციის რისკის შემცველია, თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე წლების განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი იყო", — წერს ორგანიზაცია.
#news
#politics
https://on.ge/story/54808-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1