„გირჩი“ ვერავისთან ვერ წარმომიდგენია კოალიციაში, მგონი ეს არც განიხილება - ჯაფარიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143613 „გირჩი“ ვერავისთან ვერ წარმომიდგენია კოალიციაში. მგონი, ეს არც განიხილება. ჩემი პოზიციაა, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს მაჟორიტარებზე და რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაშია გასატარებელი - ამის შესახებ განცხადება, "გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გააკეთა. „შეიძლება, დავიწყოთ საუბარი შეთანხმებაზე მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთს არ დავუყენოთ კონკურენტები. რაც შეეხება სხვა საკითხებს, არა მგონია, რომ რაღაც კოალიცია გაკეთდეს ამ პარტიებისგან. მგონია, პარტიები დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ არჩევნებზე. მჯერა იმისაც, რომ მაჟორიტარები არ უნდა დავუყენოთ ერთმანეთს. შეთანხმება უნდა იყოს იმაზე, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ კოალიციურ მთავრობაში და არა იმაზე, რომ ერთიანი ბლოკით ან კოალიციით გავიდნენ ეს პარტიბი. ამ პარტიებს სხვადასხვა ტიპის ამომრაჩევლები ჰყავთ და გაუგებარი იქნება ეგ ამბავი. მე „გირჩი“ ვერავისთან ვერ წარმომიდგენია კოალიციაში. მგონი, ეს არც განიხილება. ჩემი პოზიციაა, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს მაჟორიტარებზე და რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაშია გასატარებელი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.