საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 1 2632. ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 23 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 238-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 769 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 832 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 249-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი.