სომხეთში კორონავირუსის 586 შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 586 ადამიანს დაუდასტურდა, 19 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 157,349 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,752 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 138,669.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.