ავარიული დაზიანების გამო ფრიდონ ხალვაშის გამზირს წყალმომარაგება შეუწყდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის წყლის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ღამის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ფრიდონ ხალვაშის გამზირს. კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალებისჩამორეცხვით.