ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი - უგულავა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143626 ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ მაქსიმალური კოორდინაცია იყოს და არ გაიყოს ოპოზიციის ხმები. „მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე და ჩემს პერსონაზე. ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი. ამ შემთხვევაში 30 მაჟორატირი მაინც დაიტოვა ივანიშვილმა, ეს იყო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის კომპრომისი, რომ დაეტოვებინა 30, მაგრამ მაინც მოვუგებთ. ამისათვის აუცილებელია, რომ მაქსიმალური კოორდინაცია იყოს და არ გაიყოს ოპოზიციის ხმები, სხვა შემთხვევაში მამაცურად მაგრამ მაინც დავმარცხდებით. აქ ჩვენ პირად ამბიციებზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში გარდაუვალია ცვლილებები და ყველა საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანმა ყველაფერი პირადული გვერდით უნდა გადადოს,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.