სომხეთის საელჩო საქართველოში: ბორჯომიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

Tbilisi Daily

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, თითქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა, არ შეესაბამება სიმართლეს, - ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს. სამხედრო აღჭურვილობა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. სომხეთის წარმომადგენლობა საქართველოში მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რასაც შეიძლება, პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს“ - აცხადებენ საელჩოში.