თუ საშვი არ ჰქონდა, და სავარაუდოდ არ ექნებოდა, უნდა დაჯარიმდეს - კალაძე ფარცხალაძეზე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142274
აკრძალვის მიუხედავად ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ ავტომობილით გადაადგილებაზე დღეს კომენტარი თბილისის მერმა, კახა კალაძემა გააკეთა. მისი თქმით, თუ მთავარი პროკურორი საშვის გარეშე გადაადგილდებოდა მაშინ ის დაჯარიმდება.
„მე არ მაქვს ინფორმაცია მას ჰქონდა თუ არა ამის უფლება და საშუალება. თუ არ ჰქონდა, და სავარაუდოდ არ ექნებოდა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაშინ უნდა დაჯარიმდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ოთარ ფარხალაძე საკუთარი ავტომობილით ქალაქში 26 აპრილს გადაადგილდებოდა. ეს მაშინ, როდესაც ქალაქში ავტომობილით მოძრაობა მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს შეეძლოთ.