40 გამოჯანმრთელებული - საქართველოს კოვიდსტატისტიკა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ სტატისტიკა stopcov.geზე აისახა. ბოლო 24 საათში დაინფიცირდა კიდევ 11 ადამიანი. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1447. მათგან გამოჯანმრთელდა – 1190. გარდაიცვალა – 19. კარანტინის რეჟიმშია – 5943, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 252 ინფიცირებული. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი კი 41-ია.