დაკავებები ბათუმში

Tbilisi Daily

ბათუმში საბაგიროსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ, თუმცა სამართალდამცავები გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. პარალელურად, პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო, რამდენიმე პირს აკავებენ. ბრალდებულების ოჯახის წევრებმა თავდაპირველად საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს, მოგვიანებით კი მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოაწყვეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლება. ისინი 5 მაისს დააკვეს.