ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშ უკრაინის 2,6 ათასზე მეტი დასახლებული პუნქტი იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 ივნისს განაცხადა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წინაშე ვიდეოხიდის საშუალებით გამოსვლის დროს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის განმავლობაში, 2014 წლის თებერვლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე, უკრაინაში დაიღუპა 14 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონი შიდა გადაადგილებულად იქცა.
"რუსეთის იმ პერიოდის დამპყრობლური კამპანიის შედეგად რუსეთის არმია აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის 43 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტს. ეს ფართობი, მაგალითად, დღევანდელი ნიდერლანდების შესატყვისია", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"რუსეთის ჯარების შევიდნენ უკრაინის 3620 დასახლებულ პუნქტში. 1017-ი მათგანი უკვე გავათავისუფლეთ. მაგრამ 2603 გასათავისუფლებელი გვაქვს. დღეისთვის ოკუპანტების კონტროლის ქვეშ არის ჩვენი ტერიტორიების 20%, დაახლოებით 125 ათასი კვადრატული კილომეტრი. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბენილუქსის ქვეყნების მთელი ტერიტორია ერთად აღებული", -განაცხადა ზელენსკიმ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31880250.html
Source: radiotavisupleba.ge