ცხელებით შემოყვანილი პაციენტი სპორტსმენის კონტაქტებიდანაა - ფოთის ჰოსპიტალი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140815 ფოთის ჰოსპიტალის ცხელების ცენტრში წალენჯიხიდან საეჭვო სიმპტომებით 38 წლის ქალი შეიყვანეს. მას კონტაქტი ჰქონდა კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ სპორტსმენთან. ფოთის ჰოსპიტალის მენეჯერის თეა მიგინეიშვილი ინფორმაციით, მას ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გაიგზავნება. „პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში, მას უტარდება კვლევები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეს პაციენტი სპორტსმენის კონტაქტებიდანაა“, - აცხადებს მიგინეიშვილი.