პარიზში ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
Tbilisi Daily
პარიზში ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
„ლე პარიზიენის“ ცნობით, ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უცნობმა პირმა პოლიციას ტელეფონით შეატყობინა, რომ ეიფელის კოშკზე ბომბია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. პოლიციას კოშკთან მისასვლელები გადაკეტილი აქვს.