ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები და ნომრები

Tbilisi Daily

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, 7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება. 7 ნოემბრიდან ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი ემატება. ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება: N343 ზემო ფონიჭალა – ვაზისუბნის დასახლება; N344 ზემო ფონიჭალა – ბარათაშვილის ქუჩა; N363 თხინვალა – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N383 ქავთარაძე – ზემო ვაკე – ბარათაშვილის ქუჩა; N387 წრიული – საბურთალო – ვაკე – საბურთალო. მიკროავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: N482 ახალდაბა – წყნეთი; N483 წყნეთი – წრიული; N419 სოფ. აგარაკი – მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“; N463 – ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები); N464 – ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე; N408 აეროპორტის დასახლება – ალექსეევკას დასახლება – მეტროსადგური „ისანი“; N457 „სადგურის მოედანი“ – ჯავახიშვილის ქუჩა – ბესიკის ქუჩა; N476 მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი. ამასთან, მგზავრები ახალ ხაზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდების საშუალებით მიიღებენ.