კორონავირუსის დამარცხებაში ლამა დაგვეხმარება?
Tbilisi Daily
ლამასგან მიღებული ანტისხეულები შეიძლება ადაპტირდეს და ადამიანებმა გამოიყენონ კორონავირუსის დასამარცხებლად. კვლრვაში, რომელსაც სამეცნიერო გამოცემა Call აქვეყნებს, ნათქვამია, რომ საიდუმლო ლამების სისხლშია.
ლამებს შეუძლიათ შექმნან ძლიერი ანტისხეული, რომელსაც შეუძლია კორონავირუსის მოკვლა და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ ისეთი მკურნალობის ადაპტირება, როგორიცაა პლაზმას გადასხმა კორონავირუსისგან გადასარჩენად.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მეცნიერების 5 გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოლეკულურ თერაპიაზე მუშაობს და ერთ-ერთი პრეპარატი მზად შესაძლოა უკვე ამ ზაფხულს იყოს. ისრაელში, იაპონიასა და ჰოლანდიაშც ექიმები ასევე მსგავს კონცეფციას სწავლობენ.
მკვლევარებმა ლამას ანტისხეულების ორი ეგზემპლარი გამოიყენეს, რომელზეც SARS-ის წინა ინფექციის პერიოდში მუშაობდნენ და დაადგინეს, რომ მიღებულ ნაერთს შეუძლია ინფექციის შეჩერება.
#news
#ლამა
#ანტისხეული
#კორონავირუსი