ხობში მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვის აქცია გაიმართა.

Zugdidi Daily

მიუსაფარი ძაღლების გამოკვების ინიციატივა აქტივისტმა ლევან ჯობავამ წამოიწყო. ის ამბობს, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემის აღმოფხვრა ერთბაშად შეუძლებელია. რამდენიმე ეტაპის გავლა იქნება საჭირო, მაგრამ პირველ რიგში საზოგადოებამ მიდგომა უნდა შეცვალოს. ლევან ჯობავა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს: „კორპუსში, სადაც ცხოვრობს 500 - მდე ადამიანი და ეზოში 20 ძაღლი მშიერია, ეს მგონი არა ძაღლების, არამედ ადამიანების ბრალია. ხობის ცენტრში მრავლად ნახავთ ძაღლებს, რომელთაც მდუღარე აქვთ გადასხმული ან სხვა სახის დაზიანებები აქვთ. ჩვენი ინიციატივის მიზანიც ესაა რომ შევცვალოთ მიდგომა მათ მიმართ“ ხობის ერთ-ერთ მარკეტში, პროდუქტის კალათებს, მუყაოს ქაღალდზე გაკეთებული წარწერები მიამაგრეს - „შეცვალე მიდგომა და დაუმეგობრდი ცუგებს“. მიუსაფარი ძაღლებისთბის საკვწბი თავდაპირველად მან თბილისიდან მიიღო მოხალისეებისგან, ამის შემდეგ კი მას მეტი მხარდაჭერი გამოუჩნდა. „პანდემიის დროს, თბილისში ჩემმა მეგობრებმა მარტო დარჩენილი მოხუცებისთვის შეაგროვეს ფული და შემდეგ ცუგებისთვის. 105 მოხალისეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაურიგეს 350 ტომარა საჭმელი, აქედან ჩვენ გვერგო 6 ტომარა. შემდეგ უკვე ისე დაიქოქა, რომ უკვე ემატება მოხალისეები. ცნობილი მორაგბე მამუკა გორგოძე ჩაერთო ამ აქციაში მან საჭმელი გამოგვიგზავნა. ხობში ჩემამდეც იყვნენ ადამიანები, ვინც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავდნენ, ერთ-ერთ ამ მარკეტში მუშაობს. როცა პურს ვყიდულობ ხურდას ვტოვებ, ისიც ტოვებს, სხვებმა რომ გაიგეს, მათაც დაიწყეს ხურდის დატოვება და გამოდის, რომ 50 თეთრით კვირაში შეიძლება მშიერი ძაღლი გამოკვებო.“ - ამბობს ლევან ჯობავა #ხობი #სამეგრელო #მიუსაფარიძაღლები #ინიციატივა #პანდემია #მოხალისეები #zugdididaily