რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ქუთაისში?

Kutaisi Daily

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 57. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 35 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, აქედან მართვით სუნთქვაზეა 33. „ აჭარაში 360 ახალი შემთხვევაა, თბილისში-57, სამეგრელო ზემო-სვანეთი-22, იმერეთში- 11, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 ახალი შემთხვევა გვავს, გურია-5, მცხეთა-მთიანეთი-3, სამცხე-ჯავახეთში-1“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ. შეგახსენებთ, ს აქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3992-ს შეადგენს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #kutaisidaily