ინფრასტრუქტრურული სამუშაოები განახლდა

Gori Daily

გორში ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოები განახლდა. პროექტების მიმდინარეობას დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილზე გაეცნო და მოადგილესთან ერასტი ელიჯარაშვილთან, ასევე, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის თანამშრომლებთან ერთად საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო შეჩერებული 2 პროექტის - მუნიციპალური ავტობუსების სადგომის მშენებლობისა და სუხიშვილის ქუჩის მე - 2 მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. ,,უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული სამუშოების განახლების უფლება 5 მაისიდან მოგვეცა. მას შემდეგ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, რომ, შეფერხებების მიუხედავად, ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციები შეძლებენ დროულად დაასრულონ სამუშოები. შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, დაგვჭირდეს ვადების გაგრძელებაც, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის იმაში, რომ წლის ბოლომდე თითქმის ყველა დაგეგმილი პროექტი განვახორციელოთ “ - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა. ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობა, რომლის ღირებულება 951 000 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი 30 ერთეული ავტობუსისთვისაა განკუთვნილი. პროექტის დასრულების შემდეგ გორში პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც მოგვარდება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა. სუხიშვილის ქუჩის მე - 2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 250 მეტრის სიგრძეზე მიმდინარეობს. სამუშოების ღირებულება 150 300 ლარია. პროექტის ერთი ნაწილი საცხოვრებელი კორპუსების წინ მდებარე გზაზე გასულ წელს განხორციელდა. მიმდინარე წელს კი ავტოსახელოსნოების წინ მდებარე გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. #გორი #ინფრასტრუქტურა #goridaily