თორნიკე რიჟვაძის პასუხი აქციის მონაწილეებს
Batumi Daily
პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ 9 ოქტომბრის შემდეგ ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩნენ და საფინანსო ვალდებულებებს ვეღარ ასრულებენ. აჭარის მთავრობის შენობის წინ 9 ადამიანი შიმშილობს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა კომენტარი. "ვწუხვარ და ყოველდღე, როცა შემოვდივარ, მართლა ძალიან მაწუხებს. ეს ახალგაზრდები აგრძელებენ სხვადასხვა ფორმით პროტესტის გამოხატვას,“ – აღნიშნა მან აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე. რიჟვაძის თქმით, ამ დღეებში ჯამში 954 უმუშევრად დარჩენილი ადამიანის განაცხადი შევიდა აჭარის მთავრობაში.
„ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და იმ მანდატის ფარგლებში, რაც აქვს აჭარის მთავრობას, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. იცით, რომ ეს არის იმდენად დიდი სისტემური პრობლემა, რომ ვერ წყდება ერთ დღეში, ორ დღეში და ასე შემდეგ,“ - დაამატა თორნიკე რიჟვაძემ.
გუშინ, 16 ოქტომბერს აჭარის მთავრობასთან ერთ-ერთმა მოშიმშილემ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა, რადგან ის შეუძლოთ გახდა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: აჭარის ტელევიზია
#batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი