ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი საბანკო ანგარიშები დააყადაღეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი საბანკო ანგარიშები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა. ის ამ პროცესს მისი კანდიდატურის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში დაყენებას უკავშირებს.
"აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა... ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია "ქართულ ოცნებას" არ აქვს და პირველი რაც მოიფიქრეს, არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე", - აცხადებს ჯაფარიძე და ადასტურებს, რომ მას რამდენიმე ჯარიმა აქვს გადასახდელი, რომელიც ორ წლის წინ დააკისრეს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებდნენ. უწყებაში განმარტეს, რომ პროცედურულად აღსრულება მას შემდეგ იწყება, რაც სასამართლოდან შესაბამის დოკუმენტს იღებენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30776331.html
#ახალი_ამბები
#twitter