Covid19-ის რეკორდული ზრდა სამეგრელოში - დღის მონაცემები

Zugdidi Daily

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 791 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 40 727-ს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოსა და ზემო სვანეთში Covid-19-ის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 1 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოDი სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ახალიამბები #სამეგრელო #zugdididaily