თბილისში ხვალიდან ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თბილისის მერისგანცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით ხვალიდან ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება. კახი კალაძის განმარტებით, შეზღუდვა მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება. „იცით, რომ ბაგა-ბაღებში სწავლა დავიწყეთ, თუმცა ძალიან მალე მოგვიწია 40-მდე საბავშვო ბაღის დახურვა. არსებული ეპიდემიოლოგიური მგდომარეობიდან გამომდინარე, ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდმდგომარეობა არ გამოსწორდება“,- განაცხადა კახი კალაძემ. მისივე თქმით, გაგრძელდებაბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა.