კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან, 3 აჭარაში გარდაიცვალა, 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში

Tbilisi Daily

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან, 3 აჭარაში გარდაიცვალა, 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 91 შემთხვევა ფიქსირდება. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია.