არცერთ ტურისტს არ უნდა ჩამოსვლა ქვეყანაში, სადაც ''კომენდანტის საათია'' - მაია სიდამონიძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარაში ტურისტული სეზონი ახლოვდება. 23 აპრილის მონაცემებით, ქვეყნაში კვლავ ''კომენდანტისსაათია'', საღამოს 9 საათის შემდეგ გადაადგილება აკრძალულია, შაბათ-კვირას არ მუშაობენ რესტორნები, კვირის დღეებში კი სტუმარმა ობიექტი 20:00 საათზეუნდა დატოვოს.საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მესამე ტალღადა კოვიდისშემთხვევების პიკი დააანონსა. ამ ვითარებაში რა პერსპექტივა აქვს ტურიზმს აჭარაში და რას ფიქრობენ დარგის ექსპერტები? აჭარის მაუწყებელიტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს,„პრო-თრეველ ჯორჯიას“ მმართველპარტნიორს დაუკავშირდა. მაია სიდამონიძის ​ თქმით, არცერთ ტურისტს არ უნდა ჩამოსვლაქვეყანაში, სადაც ''კომენდანტის საათია'', დაკეტილია რესტორნები და მუზეუმები. ''დღესდიდი პრობლემაა მოლოდინების მენეჯმენტი, რასაც სახელმწიფო ვერ ახერხებს, ამის შედეგად კი ზიანდებატურიზმის ინდუსტრია. ვიცით, რომ რთული ეპიდვითარებაა, შეიძლება ზუსტად ვერ დაგეგმო, მაგრამ სტრატეგია უნდა იყოს. თუ მესამე ტალღაა და ჩავიკეტებით,უნდა ვიცოდეთ რა დაიხურება, რომ ტურისტებს ადეკვატური პასუხი გავცეთ. ისინი რეკავენ ჯავშნიან სასტუმროებს და აინტერესებთ, როდის მოიხსნება შეზღუდვები, ვერაფერს ვპასუხობთ,მუნჯებივართ, ვეუბნებით, რომ არაფერი ვიცით. ის ჯავშნები, რაც დღეს აჭარაშია, აბსოლუტურად არცერთი არ არის გარანტირებული და ექვემდებარება გაუქმებას. არავის უნდა ჩამოსვლა, თუ დახვდება''კომენდანტის საათი''. საფრთხის წინაშე ვართ, როგორც ზამთრის სეზონი ჩავარდა, იგივე არ დაემართოს ზაფხულის ტურისტულ სეზონს, რომლის მთავარი მასპინძელი აჭარაა. არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ შიდა ტურიზმი რამენაირად ამას ჩაანაცვლებს'' - ამბობს მაია სიდამონიძე. მისივე თქმით, იზოლაცია გამოსავალიარ არის, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად დიდხანსვერ იარსებებს. საჭიროა რეგულაციების დაცვა და კონტროლი, მაგრამ არა ''ჩაკეტვები''. კიდევ ერთი ფაქტორი ვაქცინაციაა, რომლის მაჩვენებელიც საქართველოში ძალიან დაბალია. ''შარშან რაცაჭარაში მოხდა, ეს იყო რეგულაციების არ დაცვის გამო. ადამიანები არ იცავდნენ წესებს და აღსრულებაც არ იყო მკაცრი.ვაქცინაციის ტემპი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არისარანაირ ილუზიას არ გვიქმნის რომ ეს კოშმარი მალე დასრულდება. როდესაც ქვეყანაში ვაქცინირებულ ტურისტებსვეპატიჟებით და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია აცრილი, ეს არ არის კარგი მაგალითი'' - ამბობს ტურიზმის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლისგანცხადებით, ტურისტებისთვის სახმელეთო გზა უნდა გაიხსნას და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.შალვა ალავერდაშვილის ​თქმით, მთავრობამ სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინოს. სახმელეთო საზღვარი რეგულაციების დაცვით უნდა გაიხსნას, ისივე როგორც ეს არისსაჰაერო მიმართულებით.ჩვენ პარტნიორებს პასუხს ვერ ვცემთ არ ვიცით რაშევთავაზოთ. როდის დასრულდება ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, კარანტინი. პოტენციურ სტუმრებს უნდა ვუთხრათ ყველაფერი და ვერაფერს ვერ ვეუბნებით. ძაან რთულიაამ ყველაფრის გარეშე უცხოელი ტურისტების მოზიდვა და ტრადიციულად ქართულ ტურისტებზე არ დარჩენა. გეგმა არ გვაქვს რას ვაპირებთ ისიც არ ვიცით. წარმოგიდგენიათ რამე ბიზნესი, წარმოება სამოქმედო გეგმის გარეშე?“- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა. ტურისტულ სეზონს დადებითი მოლოდინებით ხვდებიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. თინა ზოიძის განცხადებით, სექტორი მაქსიმალურად ემზადება ვიზიტორებისმისაღებად. მისივე თქმით, უსაფრთხოება დღეს არის მთავარი კრიტერიუმი და რეგიონში უკვე არის განთავსების ობიექტების დიდი რაოდენობა, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებენ. 'თუ პანდემიის მდგომარეობა იქნება სტაბილური ჩვენს ქვეყანაში და მეზობელ ქვეყნებშიც, ჩვენთან ყველა პირობაა, რომ ჩამოვიდეს ვიზიტორი საქართველოში და დაისვენოს უსაფრთხოდ.​​პანდემიური ფონი ყოველ 2 კვირაში იცვლება, შესაბამისად თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ახლა რთული სიტუაცია შესაძლებელია რამდენიმე კვირაში ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. ფრენების დამატებაც დამოკიდებულია იმ კონკრეტულ ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზე, რასაც ჩვენი ქვეყანავერ გააკონტროლებს. ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არი, რადგან აქ ეპიდვითარება მართულია.ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა ის სტანდარტი, რომ ეპიდვითარება იყოს კონტროლირებადი, რაც ნიშნავს ტურიზმს რეგიონში' - აცხადებს თინა ზოიძე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანდემიის დროს ტურიზმის დეპარტამენტი აქცენტს აკეთებს არა გრძელვადიან, მასშტაბურ კამპანიებზე, არამედ წერტილოვან ტურისტული პროდუქტების და საიმიჯო უსაფრთხო სტატუსის პოზიციონირებაზე იმ ქვეყნებთან საიდანაც ჩვენთან ფრენა იქნება. მისივე განცხადებით, კომენდანტის საათი, შეზღუდვები კვების ობიექტებზე, საათობრივი თუ დღეების მიხედვით ეს სამწუხაროდ ახლავს პანდემიას და ეს არის ზედმეტი შეზღუდვა ტურისტისთვის, მაგრამ ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელს მსოფლიოში. ''ტურიზმის სფეროს პანდემიამ განსაკუთრებით აჭარაში დიდი დარტყმა მიაყენა, სექტორს სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება დახმარება. ამ კუთხით სახელმწიფოს არაერთ ეტაპზე ჰქონდა რიგი პროექტები და დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროებიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხების განხილვა მოხდება და სექტორთან შეთანხმებით ეს გადაწყვეტილებებიც მიიღება ცენტრალურ დონეზე'- განაცხადა თინა ზოიძემ.