ინფიცირების 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Tbilisi Daily
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა. მისი თქმით, ახალი პაციენტებიდან 2 შემთხვევა საზღვრის გადმოკვეთასთან ერთად გახდა ცნობილი და ისინი საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ, დანარჩენი პაციენტები კი ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულ პაციენტებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდნენ.
„ხუთი ახალი პაციენტიდან 2 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან, მეორე შემთხვევა, რომელიც ჩვენს ცენტრშია, არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთ ჯგუფთან კონტაქტი და არის ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის მძიმე და იმედია არ იქნება, უკვე 5 ბავშვი გვყავს ჩვენ ცენტრში და ხუთივეს მდგომარეობა მართვას ექვემდებარება,” - განაცხადა ეზუგბაიამ.
#ეზუგბაია
#კორონავირუსი
#ინფექციური
#იზოლაცია
#tbilisidaily