1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2170 ლარი გახდა

Pirveliradio Ge

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2170 ლარი ეღირება, ევრო – 3.7803 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1364 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2209 ლარი ღირდა, ევრო – 3.7965 ლარი, ფუნტი – 4.1749 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 ოქტომბერს ამოქმედდება.