Apple-სა და Google-ს პროგრამა COVID 19 -ით ინფიცირებულთა კონტაქტების დასადგენად
Tbilisi Daily
Apple-მა და Google-მა წარადგინეს პროგრამა, რომლის ბაზაზეც სახელმწიფოები კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების დამდგენი მობილური აპლიკაციის შექმნას შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მწარმოებელთა აზრით მათი ტექნოლოგია არ დააღვევს კონფიდენციალურობის პრინციპს. მობილური აპლიკაციები კონტაქტების დადგენისას ძირითადად ტექნოლოგიას დაეყრდნობიან.
სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, ეს სისტემა Bluetooth-ტექნოლოგიას იყენებს.
აპლიკაცია ავტომატურად აღრიცხავს და თვალს მიადევნებს ადამიანებს, რომლებიც უშუალო კონტაქტში იქნებიან ერთმანეთთან გარკვეული დროის განმავლობაში.
ახალი დაავადებულის გამოვლენისთანავე, მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს მობილური ტელეფონის საშუალებით ინფორმაცია და რეკომენდაციები მიეწოდებათ, მაგრამ არ მიიღებენ ინფორმაციას თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მათი დაინფიცირების წყარო.
ზოგიერთი გათვლის მიხედვით, იმისთვის რომ მობილური აპლიკაციებით კონტაქტების დადგენის და პრევენციის მეთოდმა რეალური სურათი დადოს, საჭიროა მოსახლეობის 60% მაინც იყენებდეს ასეთ მობილურ აპლიკაციას.
მწარმოებელთა თქმით ახალი ტექნოლოგიით უკვე 22 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდა.