ზუგდიდში, ბაღის ძიძას კორონავირუსი დაუდგინდა

Zugdidi Daily

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში კორონავირუსი ძიძას დაუდასტურდა. ჯერჯერობით უცნობია ახალგაზრდა ქალის ინფიცირების წყარო. აქტიურად მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა. ბაღის თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან. სკოლამდელ დაწესებულებას დეზინფექცია ჩაუტარდება. შესაბამისად, აქ განახლდება თუ არა 12 ოქტომბერს სწავლა - დღის ბოლოსთვის გაირკვევა. განახლება: შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში დღეს კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 8 ზუგდიდში. https://feedc.com/post/7949186194093875 ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორომავირუსი #საბავშობაღი #განათლება #ახალიამბები #zugdididaily