კატასტროფის ცენტრი, მოსახლეობას ტესტირებას 150 ლარად სთავაზობს

Tbilisi Daily

კატასტროფის ცენტრი, მოსახლეობას ბინაზე გამოძახებით კორონავირუსის ტესტირებას 150 ლარის სანაცვლოდ სთავაზობს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კატასტროფის ცენტრი იმ 4 კომპანიიდან ერთ-ეთია, რომელსაც რეგულირების სააგენტომ სანდოობა გამოუცხადა. ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სწრაფი ტესტების ფასის დადგენაზე სახელმწიფო მუშაობს. „სახელმწიფო ფასის დადგენაზე მუშაობს და საგანგებო რეჟიმში, ჩვენ სულ მალე დავადგენთ ამ ტესტების მოხმარების ფასს, რაც იქნება საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება ამ კომპანიას, როგორც წინა დღეებშიც მოგახსენეთ, რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე იმ კომისიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაში შედიან ჩვენი ინფექციონისტები, ლუგარის ლაბორატორია, სანდოობა გამოეცხადა მხოლოდ 4 კომპანიას და ეს კომპანია შედის ამ ჩამონათვალში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. #სწრაფიტესტი #კატასტროფისცენტრი #ღირებულება #150ლარი #ეკატერინეტიკარაძე #tbilisidaily