მზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“-გაიმართა

Sokhumi Daily

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“-მოეწყო. ღონისძიებაზე ონლაინ კონკურსების მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“ და ფოტოკონკურსი „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ“. გამრჯვებულების დაჯილდოება გაიმართა . ღონისძიების ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებულებს სიგელები, სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ასევე, მზიურის პარკში საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის „აფხაზეთი ფერებში“ პრეზენტაცია გაიმართა. გამარჯვებულ კონკურსანტებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცეს. წყარო: http://abkhazia.gov.ge ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #აფხაზეთი #აფხაზეთისაქართველოა #ქართველიხელოვანები #გამოფენა #sokhumi #sokhumidaly #ღონისძიება