ინგოროყვას კლინიკის 2 ექიმი თვითიზოლაციაში, ხოლო 1 თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი

Tbilisi Daily

ინგოროყვას კლინიკის 2 ექიმი თვითიზოლაციაშია, ერთი თანამშრომელი კი, covid19-ის მიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის, ნინო ქოჩორაშვილის განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა კლინიკას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც პირად ექიმთან ვიზიტზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამისად, ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ პაციენტთან - 2 ექიმი და 1 ადმინისტრაციული თანამშრომელი, გადაყვანილია თვითიზოლაციის რეჟიმში. ,,2 ექიმის მდგომარეობა არის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ და განაგრძობენ თვითიზოლაციის რეჟიმს და თავს გრძნობენ კარგად, ხოლო ერთ-ერთ თანამშრომელი, რომელსაც აღენიშნა ტემპერატურის მომატება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რაიმე სიმპტომი არ ყოფილა გამოვლენილი, გადაყვანილია covid 19-ის მიმღებ ერთ-ერთ კლინიკაში და ჩაუტარდა ტესტი. ჩვენც ველოდებით ტესტის პასუხს,“- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა. მისივე თქმით, ინგიროყვას კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. #ინგოროყვასკლინიკა #ჯანდაცვა #კორონავირუსი #tbilisidaily