საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა და 3768 დაინფიცირდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 41 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 894-მდე გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3 768 შემთხვევა. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 96 860 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 4055-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 77 932. https://www.radiotavisupleba.ge/a/30959883.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)