ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბი იტყობინება. სულ ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 579 შემთხვევაა გამოვლენილი. 1 167 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.