მცხეთაში გამართული წვეულების მასპინძელი პოლიციაში გამოკითხეს
Tbilisi Daily
მცხეთაში გამოკითხეს იმ წვეულების მასპინძელი, რომლის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა. ანა გაბეჩავას ადვოკატის, ლიკა ბითაძის ინფორმაციით გამოკითხვა ჩატარდა მათ მიერ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გაბეჩავას მიმართ შესაძლო ბულინგსა და ზეწოლას ეხება. თუმცა ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ შეკითხვები შაქარაშვილთან დაკავშირებითაც იყო.
„აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო შეკითხვა, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზეც. მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. ძალიან ბევრი კითხვა იყო, რა თქმა უნდა, სხვაგვარად ამდენ ხანს არ გავჩერდებოდით“, - განაცხადა ბითაძემ.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.